• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Jamtaagmtsereli
  • ჟამთააღმწერელი
ეპოქა XIV ს.
თხზულება

„ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქუეყანასა აღმოსავლეთისასა“ (ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„და ესევითარნი ჭირნი მოიწივნეს, რომელ არაოდეს ძუელთა სადამე წიგნთა მიერ სმენილ არს, რომელნი თანა-შეესწორებიან ქრისტეს ჯუარისა მცმელთა იუდიანთა ზედა ქმნულთა მიერ იერუსალიმისა სრულიადსა მოსპოლვასა ტიტეს და უესპასიანეს მიერ, ვითარცა ჟამთააღწერელი და მრავალმომთხრობელი იოსიპოს წარმოიტყჳს ესოდენ ძნელბედობასა იუდეველთასა, ვითარცა სამასსა ბევრსა აღრაცხავს მამაკაცსა, ოდენ სიყმილისა და მაჴვილისა მიერ აღსრულებულსა. რომლისა მსგავს იქმნა ჟამსაცა ამას სარკინოზთა მიერ ქალაქსა ამას ტფილისისასა“ (გვ. 176-177)

ტერმინი
  • ტიტეს ( ტიტუსი )
  • იოსიპოს ( იოსებ ფლავიოსი )
  • უესპასიანეს ( ვესპასიანუსი )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

თ. ყაუხჩიშვილი: „ის, რაც სულტანმა ჯალალედინმა დაათია ქართველებსა და თბილისს, შედარებულია ტიტესა და ვესპასიანეს დროს იერუსალემისა და იუდეველთა მოსპობასთან, რისი ავტორიც იოსიპოსია (ე. ი. იოსებ ფლავიუსია). იოსებ ფლავიუსმა „იუდეველთა ისტორიაში“ (VI-VII წიგნები) აღწერა იერუსალიმის დამხობა და იუდეის საბოლოოდ დამორჩილება ვესპასიანესა და ტიტეს დროს. ამას ეხება ჟამთააღმწერლის ეს ცნობაც“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 297).

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ