• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Chabua Amirejibi
  • ჭაბუა ამირეჯიბი
ეპოქა დაიბ. 1921 წ. (XX-XXIსს)
თხზულება

„წვართანი“ (ჭაბუა ამირეჯიბი, საწყისი, თბილისი, 2008)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„– სცევოლა ყოფილხარ!

            – სცევოლა რას ნიშნავს? – ვკითხე მე.

            – ლათინურად „ცაციას“ ნიშნავს [...]

            – სცევოლა გვარია და არ „ცაცია!“ [...]

      – თითქმის ასეა, შერქმეული გვარია, უფრო სწორად, მეტსახელია. სცევოლა რომაელ ჭაბუკს, მუციუსს, შეარქვეს: [...]

            – ვინ იყო სცევოლა?

            – ლევანმა სილაზე ეტრუსკების მიერ გარემოცული რომი დახატა, მერე დახატა ეტრუსკების მეფე პორსენა და მისი ჯარისკაცების მიერ შეპყრობილი რომაელი ჭაბუკი მუციუსი, რომელიც მტრის ბანაკში პორსენას მოსაკლავად იყო შეპარული. მას ამით სურდა, რომი ეხსნა. მუციუსი წამებით უნდა მოეკლათ. სამსხვერპლოზე ცეცხლი გიზგიზებდა და მუციუსმა, ნიშნად იმისა, რომ არავითარი წამებისა არ ეშინოდა, ცეცხლში მარჯვენა ხელი ჩაყო და იქამდე გააჩერა, სანამ ამ სანახაობით აღშფოთებულმა პორსენამ არ ბრძანა, განზე გაიყვანეთო. მუციუსის გმირულმა საქციელმა პორსენა დაარწმუნა, რომ შეუძლებელია იმ ქალაქის აღება, რომელსაც მუციუისთანა შვილები ჰყავს... თვით მუციუსს სიცოცხლე აჩუქა, გაათავისუფლა, რომს ალყა მოხსნა და თავის სამეფოში დაბრუნდა. რომაელებმა მუციუსს „სცევოლა“ შეარქვეს, რადგან მარჯვენა ხელი დაუსახიჩრდა და ყველაფერს მარცხენით აკეთებდა“. (გვ. 80-81)

ტერმინი
  • რომაელი, რომაელებმა
  • პორსენა, პორსენას, პორსენამ ( პორსენა )
  • ეტრუსკების ( ეტრუსკი )
  • რომს ( რომი )
  • მუციუსს, მუციუსი, მუციუსმა, მუციუსის ( მუკიუსი )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

ეპიზოდი ძირითადად ეყრდნობა ლივიუსის „დასაბამითგან ქალაქისა“ II წიგნის ერთ-ერთ პასაჟს (II, 9-14).

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ