ავტორი | |
---|---|
ეპოქა | VIII ს. |
თხზულება | „მარტჳლობაჲ ჰაბო ტფილელისაჲ“ (ტექსტი და ვარიანტები სერიიდან „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, წიგნი I (V-X სს.). თბილისი, 1963) |
სახეობა | |
ციტაცია | „და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტეს მსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოლისასა“ (გვ. 59-60) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | იონი (იონები) ელინის სინონიმად ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლებშიც გვხვდება. მაგ.; ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი მცირე სჯულის კანონის ხელნაწერის (S – 143, XI ს.) ზედწარწერაში ვკითხულობთ: „წესი და განგებაჲ სატფურებისაჲ, რომელ არს კურთხევაჲ წმიდისა ეკლესიისაჲ, რომელ თარგმნა იონთა ენისაგან ნეტარმან ეფთჳმემ“. ამ სახელწოდების მქონე ბერძნული ტომით დასახელებულ მხარეს იონია ეწოდებოდა. |
---|