ავტორი | |
---|---|
ეპოქა | X ს. |
თხზულება | „ცხორებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ“ (ტექსტი ვარიანტებითურთ: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, თბილისი, 1963) |
სახეობა | |
ციტაცია | „ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად და, რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულე იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის, ხოლო გარეშესა სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ სიტყჳსაებრ მოციქულისა“ (გვ. 250) |
ტერმინი |

კომენტარი | კ. კეკელიძე: „მაშასადამე, უკვე იმ დროს ღებულობდნენ არა მარტო საეკლესიო საღმრთისმეტყველო განათლებას, არამედ საერო, ფილოსოფიურსაც“ (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 156). რ. თვარაძე: „მაშასადამე, გვაქვს პირდაპირი ცნობა, რომ მერვე საუკუნის საქართველოში ზედმიწევნით სწავლობდნენ არა მარტო რელიგიურ სიბრძნეს, რელიგიურ ფილოსოფიას, არამედ, აგრეთვე, „ამის სოფლის ფილოსოფოსთა“ სიბრძნესაც, რაშიც „მხოლოდ და მხოლოდ ანტიკური ფილოსოფია უნდა ვიგულისხმოთ“ („გარდასახედი“, მწერლობა, რელიგიური ფილოსოფია, ისტორია, გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1997, გვ. 469). „იგულისხმება როგორც ანტიკური ხანის ფილოსოფოსები ქრისტემდე, ასევე ფილოსოფოსები, რომელნიც ქრისტეს შემდეგ მისი მოძღვრების ზეგავლენით ანტიკური ფილოსოფიის, კერძოდ პლატონიზმის აღორძინებას შეეცადნენ, ე. წ. ნეოპლატონიკოსები“ (გ. კ.). |
---|