ავტორი | |
---|---|
ეპოქა | გარდაიცვალა 1737 წ. ან 1738 წ. (XVII-XVIII სს.) |
თხზულება | „დაძინებაჲ წმიდათაგანისა მამისა ჩუენისა ისე წილკანელ ეპისკოპოსისა საკჳრველთმოქმედისა, რომელი იყო ერთი ათორმეტთა მამათაგანი, რომელნი შუამდინარით მოიწინეს. მამაო, გვაკურთხენ“ (ძველი ქართული |
სახეობა | |
ციტაცია | „[...] ოთხნივე ნივთნი: ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა, რომლისა მიერ და რომლისა შორის არს და იქცევის გრძნობადი ესე ყოველი [...]“ (გვ. 92, 15-17) |
ტერმინი |

კომენტარი | როგორც არისტოტელეს „მეტაფიზიკიდან“ (I, 3) ირკვევა, სოკრატემდელი ანტიკური ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო სამყაროს შემადგენელი უმცირესი მატერიალური ნაწილების ანუ საწყისი ელემენტების გამოვლენა. კერძოდ, თალესისათვის ეს იყო წყალი, ანაქსიმენესა და დიოგენესათვის – ჰაერი, ხოლო ჰიპასი მეტაპონტელისა და ჰერაკლიტე ეფესელისათვის კი – ცეცხლი. რაც შეეხება ემპედოკლეს, მისი აზრით, არსებობს მეოთხე საწყისიც – მიწა, რომელიც დანარჩენ სამ მატერიალურ ნაწილაკთან – წყალთან, ჰაერსა და ცეცხლთან ერთად წარმოქმნის ფიზიკურ მოვლენებსა და ბუნების ანუ მატერიალურ საგნებს. კერძოდ, ეს ხდება ამ ოთხივე საწყისის ურთიერთშერევის გზით (დაწვრ. იხ. ს. წერეთელი, ანტიკური ფილოსოფია, თბილისი, 1968, გვ. 136-138). ემპედოკლეს ნააზრევიდან მომდინარე ეს ანტიკური ფილოსოფიური თვალსაზრისი სრულიად მისაღები აღმოჩნდა ქრისტიანული ევროპისათვის. კერძოდ, მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი შუასაუკუნეების სქოლასტიკაში. ამის უმთავრესი მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ ოთხი საწყისის თაობაზე თავის არაერთ ნაშრომში ვრცლად მსჯელობს არისტოტელე („მეტაფიზიკა“, I: 3, 5, 8, V: 4; „ფიზიკა“, I: 4, 6, II: 1, III: 5; „ზეცისათვის“, III: 3-7, IV: 3-6; „წარმოქმნისა და გაქრობისათვის“, II და სხვ.). ფილოსოფიური მოძღვრება ოთხი საწყისის თაობაზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ძველ საქართველოშიც. კერძოდ, ის ფიქსირდება რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ (შდრ. ე. ხინთიბიძე, შუასაუკუნეობრივი და რენესანსული „ვეფხისტყაოსანში“, თბილისი, 1993, გვ. 95-96). როგორც წინამდებარე ლექსიკონიდან ირკვევა, ემპედოკლესეულ თვალსაზრისს ოთხი საწყისის თაობაზე იცნობენ ძველი ქართული მწერლობის სხვა წარმომადგენლებიც. [ზ.ხ.] |
---|