ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1917-1943 წწ. (XX ს-ის I ნახ.) |
თხზულება | კოლხიდა (ლადო ასათიანი, რჩეული ლექსები და პოემები, სიმონ ჩიქოვანის წინასიტყვაობით, თბილისი, 1956) |
სახეობა | |
ციტაცია | „ნუ დაიჯერებთ, ბრძენ ჰიპოკრატეს სადღაც, ოდესღაც რომ უთქვამს ასე: „ამ ქვეყნის ხილს ცუდი გემო აქვს და მალე სწყდება ტოტებს, წყლის სიუხვის გამო იგი არ მწიფდება არასოდეს“. გადაივიწყეთ ამბავი ძველი – რა ვუყოთ, ერთხელ შეცდება ბრძენიც!“ (გვ. 197-198) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | ფაზისური ხილის შესახებ ზემოაღნიშნული თვალსაზრისი ოდნავ განსხვავებული სახით ჰიპოკრატეს გამოთქმული აქვს თავისი ნაშრომის – „ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ“ – მე-15 თავში (Hp. Aer. 15). ლადო ასათიანი ჰიპოკრატეს ამ მოსაზრებას არ ეთანხმება იმის გამო, რომ კოლხეთის დაბლობზე ჭაობის დაშრობისა და ამის შედეგად ჰავის გაუმჯობესების შემდეგ იქაურმა ხილმაც საუკეთესო თვისებები შეიძინა. [ზ.ხ.] |
---|