ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1917-1943 წწ. (XX ს-ის I ნახ.) |
თხზულება | კოლხიდა (ლადო ასათიანი, რჩეული ლექსები და პოემები, სიმონ ჩიქოვანის წინასიტყვაობით, თბილისი, 1956) |
სახეობა | |
ციტაცია | „ახლოს ჩანს – დიდი სასახლის კარი, კოლხიდელები რომ აშენებენ, შორს – უსარკმელო ძველი საყდარი, თვალებდათხრილი ოიდიპოს მეფე“ (გვ. 198) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | „უსარკმელო ძველი საყდარი“ საკმაოდ მახვილგონივრულად არის შედარებული ბრმა ადამიანთან, მის განმაზოგადებელ მითოლოგიურ სახესთან – ოიდიპოსთან“ [ე.კ.] „კოლხეთთან დაკავშირებით ოიდიპოსის ხსენება, სავარაუდოდ, გამართლებული შეიძლება იყოს იმ გარემოებით, რომ თავისი პოემის ამ ადგილას ლადო ასათიანი თანამედროვე კოლხთა ბედნიერ ცხოვრებას („ახლოს ჩანს“) უპირისპირებს არა მხოლოდ კოლხეთის წარსულის („შორს [ჩანს]“), არამედ საზოგადოდ ანტიკური სამყაროს ტრაგიზმით აღსავსე ყოფას, რის სიმბოლურ სახესაც უნდა წარმოადგენდეს „თვალებდათხრილი ოიდიპოს მეფე“. [ზ.ხ.] |
---|