ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII ს.(?) |
თხზულება | „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „...უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა, რომელიცა აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისაჲ, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესსა, დიაკონად ყოვლისა საეკლესიო შუენიერებისად. ხოლო სახელი მისი - გელათი“ (გვ. 330-331) |
ტერმინი |

კომენტარი | თ. ყაუხჩიშვილი: „ათენი ერთგან ავტორისათვის სინონიმია სწავლულების კერისა[...] მართალია ამ ნაწყვეტიდან არ ჩანს, თუ რა დროის ათენზეა ლაპარაკი, ისტორიკოსის დროინდელზე, თუ ადრინდელზე. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც ადრინდელზე - ათენის დიდება (არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული) სწორედ კლასიკურ, ანტიკურ ხანაშია. კლასიკური ხანის მერე ათენის მნიშვნელობა მაინც დიდია, მაგრამ ასეთი ცენტრები სხვაც ჩნდება ელინისტურ სამყაროში (ალექსანდრია, ანტიოქია, პერგამონი...). როგორც იერუსალიმს აქვს ქრისტიანობისათვის ისეთი მნიშვნელობა, როგორიც არა აქვს არცერთ ქალაქს, ასევე კლასიკური ხანის ათენი ისაა იმ მეცნიერებებისათვის, რომელიც შემდეგი ხანის ცივილიზებულ სამყაროში ისწავლებოდა, ვითარდებოდა, რაც, როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსისათვის კარგადაა ცნობილი“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, „მაცნე“, N 3, თბილისი, 1974, გვ. 125). |
---|