ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII ს.(?) |
თხზულება | „ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო მზ. შანიძემ, თბილისი, 1992) |
სახეობა | |
ციტაცია | „ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტჳრთთა სათნოებისათა და არღარა შემძლებელ წარსვლად ღადირთა“ (გვ. 36) |
ტერმინი |

კომენტარი | ნ. სულავა: „ღადირს მოცემულ კონტექსტში აქვს პირდაპირი მნიშვნელობაც, შეიძლება მოვიაზროთ დასავლეთად, მაგრამ, ჩემი აზრით, მას სიმბოლური დატვირთვაც აქვს“ (ნესტან სულავა, XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბილისი, 2000, გვ. 95). პავლე ინგოროყვას აზრით, „ედემი შესაძლოა, გავიგოთ როგორც მსოფლიოს აღმოსავლეთ მიჯნა; ხოლო „ღადირი“ ანუ „ჰერაკლეს ბჭეები“ - მსოფლიოს უკიდურესი დასავლეთ მიჯნა“ (პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, ტფილისი, 1913). რევაზ სირაძის შენიშვნით, „ედემი და ღადირა ისეთივე ოპოზიციაა, როგორც სამხრეთი და ჩრდილოეთი“ (რ. სირაძე, „ცასა ცათასა“ /თამარ მეფის იამბიკო/, ლიტერატურული საქართველო, 1993 წ. 14 მაისი). ილია აბულაძის ლექსიკონში ღადირი განმარტებულია როგორც „ჰადესი“ (უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთათვის“ და გრიგოლ ნოსელის „კაცისა აგებულებისათვის“, ილია აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1964). ლიანა კვირიკაშვილი „ღადირს“ „ადამიანური შესაძლებლობების ზღვარის“ მეტაფორად მიიჩნევს (ბიზანტიური ლიტერატურის ქრესტომათია, III, ლ. კვირიკაშვილის რედაქციით, 1996, გვ. 214). სულხან-საბა ორბელიანი და ვახუშტი ბატონიშვილი „ღადირს“ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილად აღიქვამენ და „ქედ გორაკთ წარზიდულად“ განმარტავენ (სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, წიგნი II, თბილისი, 1968). გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, „ღადირი“ დასავლეთის სიმბოლური სახელია (გ. ალიბეგაშვილი, გეოგრაფიული მხარეები ბიბლიაში, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1993, N 1, გვ. 12). დავით ბაგრატიონი „მითოლოგიაში“ ასე განმარტავს ღადირინ-ს „ადგილი კერძოსა დასავლეთისათა და დასასრული ზღვისა და რეცა ხერთჳსი რაიმე ატლანტიკისა ზღვადმდე, ამისთჳს მოუთხრობენ ვითარმედ არღა წარივლინებისო ნავებითა ღადირინ, რათა შევიდა ვინმე ზღვასა ატლანტიკასა, რომელი იგი კლდოვან არს და ბნელ და ქედ მაღალ, რამეთუ ღადირინ ქედად გადმოითარგმანების, მიიწია რა ირაკლი ღადირად და ვერ შემძლებელ იყო თანასწორ სლვად მათდა და ვერცა შესლვად ოკეანოსა, ამისთჳსცა ადგილ სა მას აღმართნა სვეტნი, ვითარმედ იქამდე შესაძლებელ არს სლვაჲ ნაჳთ მავალთათჳს და მას იქეთ არღარა, ამისთჳს ეწოდა ადგილსა სვეტ ირაკლისად“ (დავით ბაგრატიონის „მითოლოგია“ (ტექსტი) წიგნში: ვალერი ასათიანი, ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში, თბილისი, 1987, გვ. 246). |
---|