• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Unknown Author (Life of King of Kings Giorgi)
  • უცნობი ავტორი („ისტორიანი...)
ეპოქა XIII ს.
თხზულება

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა ზეგარდმო ჩინებითა აღმონათდებიან ქვეყანის მფლობელნი“ (გვ. 2)

ტერმინი
  • პლუტარხოს ( პლუტარქოსი )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

თ. ყაუხჩიშვილი: „βίοι παράλληλοι საკმაოდ პოპულარული ნაწარმოები იყო ყოველთვის, ყველა ეპოქაში და, ჩანს, ქართველ ისტორიკოსს ესა აქვს მხედველობაში, როდესაც აქებს პლუტარქოსს და მის მიერ ალექსანდრეს განდიდებაზე ლაპარაკობს“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 107).

კ. კეკელიძე: „მეორე დარგი მწერლობისა, რომელშიაც ჩვენი ავტორი სრული ბატონპატრონია, არის საისტორიო. თხზულების შესავალში ავტორს ხელმძღვანელიც კი დაუსახელებია, რომელსაც „ისტორიაში აღმწერლობაში“ უნდა მიბაძოს; ეს არის „პლუტარხოსი, ზემომმაღლველი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემასხმელობისასა“. მან იცის საგანგებო ჟანრი საისტორიო მწერლობისა, ე. წ. ვასილოღრაფი, რომელიც არის მოთხრობა მეფეთა, და რომლის ნიმუშს წარმოადგენს შრომა“ (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი მეორე, თბილისი, 1981, გვ. 270).

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ