ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „მინდობილი [გიორგი III ე. კ.] წყალობათა შემძლისა, ვითარ იტყჳს ისტორია ისქანდერ მაკიდოვნელისა“ (გვ. 7) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | კ. კეკელიძის აზრით, „ამ ადგილს ავტორს მხედველობაში აქვს „ისკანდერ-ნამე“ ნიზამი განჯევისა, „შაჰ-ნამეს“ მიბაძვით დაწერილი ფანტასტური ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა“ (კ. კეკელიძე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, როგორც ლიტერატურული წყარო, თბილისი, 1938, გვ. 146-148). პ. ინგოროყვას აზრით, ეს ფორმა მოდის ალექსანდრიანის ირანულ-არაბული ტექსტიდან (პ. ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, გვ. 62-63). |
---|