• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • უცნობი ავტორი („ისტორიანი...)
  • Unknown Author (Life of King of Kings Giorgi)
ეპოქა XIII ს.
თხზულება

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959)

სახეობა
  • პროზა
  • Prose (geo)
ციტაცია

„და ვინათგან ღმერთმან და ძემან, უწინარეს საუკუნოთა უკუდავმან, არცაღა მისგან მოსილნი ჴორცნი უკუდავ ყვნა, სხუა რამცა ვსახე, სხუა რამცა გავისახე, რამცა ნუგეშინის-მცემელი სხუა რამცა, ოთხთა სტჳქოთაგან დამჭირვად სული სხეულსა შინა მსმენელმან ამისმან?“ (გვ. 23)

ტერმინი
  • ოთხთა სტჳქოთაგან ( ოთხი სტიქია: წყალი, ჰაერი, ცეცხლი, მიწა )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

„როგორც არისტოტელეს „მეტაფიზიკიდან“ (I, 3) ირკვევა, სოკრატემდელი ანტიკური ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო სამყაროს შემადგენელი უმცირესი მატერიალური ნაწილების ანუ საწყისი ელემენტების გამოვლენა. კერძოდ, თალესისათვის ეს იყო წყალი, ანაქსიმენესა და დიოგენესათვის - ჰაერი, ხოლო ჰიპასი მეტაპონტელისა და ჰერაკლიტე ეფესელისათვის კი - ცეცხლი. რაც შეეხება ემპედოკლეს, მისი აზრით, არსებობს მეოთხე საწყისიც - მიწა, რომელიც დანარჩენ სამ მატერიალურ ნაწილაკთან - წყალთან, ჰაერსა და ცეცხლთან ერთად წარმოქმნის ფიზიკურ მოვლენებსა და ბუნების ანუ მატერიალურ საგნებს. კერძოდ, ეს ხდება ამ ოთხივე საწყისის ურთიერთშერევის გზით (დაწვრ. იხ. ს. წერეთელი, ანტიკური ფილოსოფია, თბილისი, 1968, გვ. 136-138). ემპედოკლეს ნააზრევიდან მომდინარე ეს ანტიკური ფილოსოფიური თვალსაზრისი სრულიად მისაღები აღმოჩნდა ქრისტიანული ევროპისათვის. კერძოდ, მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი შუასაუკუნეების სქოლასტიკაში. ამის უმთავრესი მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ ოთხი საწყისის თაობაზე თავის არაერთ ნაშრომში ვრცლად მსჯელობს არისტოტელე („მეტაფიზიკა“, I: 3, 5, 8, V: 4; „ფიზიკა“, I: 4, 6, II: 1, III: 5; „ზეცისათვის“, III: 3-7, IV: 3-6; „წარმოქმნისა და გაქრობისათვის“, II და სხვ.). ფილოსოფიური მოძღვრება ოთხი საწყისის თაობაზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ძველ საქართველოშიც. კერძოდ, ის ფიქსირდება რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ (შდრ. ე. ხინთიბიძე, შუასაუკუნეობრივი და რენესანსული „ვეფხისტყაოსანში“, თბილისი, 1993, გვ. 95-96). როგორც წინამდებარე ლექსიკონიდან ირკვევა, ემპედოკლესეულ თვალსაზრისს ოთხი საწყისის თაობაზე იცნობენ ძველი ქართული მწერლობის სხვა წარმომადგენლებიც. [ზ.ხ.]  

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ