ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „აწ მხილველმან იხილა და იყო ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა, „და იყო კეთილი, და უწოდა ნათელსა მას დღე“. და უწოდა ნათელი ულუმპიანთა შორის დიდსუეობისა“ (გვ. 27) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | ნ. სულავა: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი „ულუმპიანობას“ მეფეთა თვისებად მიიჩნევს. გიორგი მესამისა და თამარ მეფის სახელებს „ულუმპიანობით“ ამკობს, რაც უზესთაესის, აღმატებულის და ოლიმპიური დიდების გამოვლინებადაა აღქმული. „ულუმპიანობა“ ძლევამოსილების აღმნიშვნელია და საკმაოდ გავრცელებული ჩანს ქრისტიანულ ლიტერატურაში (ნ. სულავა, XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბილისი, 2003, გვ. 145). |
---|