ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „მოსიმახოს უცთომელმან მსროლელმან და ვითარ განსწავლულმან კენტავროსისგან“ (გვ. 69) |
ტერმინი |
|

კომენტარი | პ. ინგოროყვა: „აქ საყურადღებო ისაა, რომ „ისტორია-აზმათა“ ავტორი საჭიროდ არც კი სთვლის, დაასახელოს აქილევსი, რადგან გულისხმობს, რომ მკითხველებმა კარგად იციან, თუ ვინ იყო ის გმირი, რომელსაც კენტავროსმა აუცდენელი სროლა ასწავლა“ (რუსთველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, გვ. 56). თ. ყაუხჩიშვილი: „განა აქილევსისთვის ესაა პირველი ნიშანი, რომ მას კენტავროსმა ასწავლა სროლა? ეს მხოლოდ ერთი დეტალია მისი ბიოგრაფიიდან, რაც არც თუ ისე პოპულარულია საერთოდ. ვფიქრობთ, აქ გამორჩენილია სახელი (აქილევსი) და ეს უფრო ხელნაწერის შეცოდებაა, ვიდრე ავტორის ლიტერატურული ხერხი, გამართლებული მკითხველი საზოგადოების განსწავლულებით ჰომეროსის გმირების დეტალურ თავგადასავალში“ (ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 104). |
---|