ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „ხოლო ვითარ დიდისა კონსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე, მგოდებელსა სიკვდილისათვის ივბიმიანოსისა [...] არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა, არა თუმცა საბერძნეთი ოდენ“ (გვ. 112) ეგრეთვე აწცა იქმნა ამას დიდი და მეფისა [თამარ მეფის ე. კ.] საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქვეყანა – არათუმცა საქართველო ოდენ – ამის მეფობასა“ (გვ. 244) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | კ. კეკელიძის აზრით, ივბიმიანოსის შესახებ ტექსტი ამოღებულია ნახევრადისტორიული - ნახევრადბელეტრისტული „ივლიანეს რომანიდან“, რომელიც VI ს-ში დაიწერა ასურულად, მერე ძალიან პოპულარული იყო არაბ ისტორიკოსთა შორის და, როგორც ჩანს, ქართულ ენაზეც არსებობდა ჩვენი მწერლობის კლასიკურ პერიოდში. |
---|