ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახე-დაუდებელი და იგავ-მოუწვდომელი [თამარისა და დავით სოსლანისა ე. კ.] (გვ. 37)“ |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | ნ. სულავა: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი „ულუმპიანობას“ მეფეთა თვისებად მიიჩნევს. გიორგი მესამისა და თამარ მეფის სახეებს „ულუმპიანობით“ ამკობს, რაც უზესთაესის, აღმატებულის, ოლიმპიური დიდების გამოვლინებადაა აღქმული. „ულუმპიანობა“ ძლევამოსილების აღმნიშვნელია და საკმაოდ გავრცელებული ჩანს ქრისტიანულ ლიტერატურაში“ (ნ. სულავა, XII-XIII საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფია, თბილისი, 2003, გვ. 145). |
---|