ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „რამეთუ კეთილისა სულისათჳს ღმრთისმოყვარე და თჳსად მისი არს, ვითარ იტყჳსცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ: „კეთილი კეთილთათჳს არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთათჳს ბოროტ“ (გვ. 53) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | თ. ყაუხჩიშვილი: „საკუთრივ საიდანაა ციტატი, არ ვიცით“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 106). ს. ყაუხჩიშვილის აზრით, ეს ციტატა იოანე პეტრიწის შრომებიდანაა ამოღებული (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959, გვ. 53). |
---|