ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XI ს. |
თხზულება | „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდეს ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა [...] არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა და წარვიდა ალექსანდრე ხოლო ამან აზონ მოარღჳნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ [...] და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ აღაშენა ქალაქი ალექსანდრია [...] და მეთოთხმეტე წელს ალექსანდრიას შინა მოკუდაო იგი, უსწორო დიდი ჴელმწიფე. და ვითარ მოკუდებოდა იგი [...] მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნენ სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზანტიოს და პლატონ. და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი [...] და მან აღაშენა სახელით მისითა ქალაქი ანტიოქია, ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, [...] და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი. და ბიზანტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი [...] და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერისთავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზანტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზანტია, რომელსა აწ ჰქვან კონსტანტინეპოლი ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას და მოკუდა ალექსანდრე. ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული [...] და მონებდა იგი ბიზანტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა. [...] და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, და ვინცა-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი [...] და ესე აზონ მათ ჰრომთაცა იყო მესისხლე, და მოესრნეს მრავალნი მათგანნი“ (გვ. 18-20) |
ტერმინი |
|

კომენტარი | რ. თომსონი „პატრიკს“ თარგმნის როგორც პატრიციუსს (R. W. Thomson, Rewriting Caucasian History, The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles, The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation, Translated with introduction and commentary by R. W. Thomson, Oxford, 1996, 25). ს. რეპი თვლის, რომ აზოჲ / აზონი შესაძლოა ბერძნული იაზონის ადგილობრივი შერყვნილი სახესხვაობა იყოს (St. H. Rapp, Jr. Studies in Medieval Georgian Historiography. Early Texts and Eurasian Context. Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, Vol. 601, Subsidia Tomus II3, Lavanii, 2003, 270-271). მ. სანაძე, დ. ბრაუნდი, გ. ქანთარია მიიჩნევენ, რომ აზო / აზონი კავშირშია არგონავტების მითის იაზონთან (მ. სანაძე, „ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე), თბილისი, 2001, 38-41; D. Braund, Georgia in Atiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia, 500 BC – AC 562, Oxford, 1994, 114; გ. ქანთარია, აზონი, თბილისი, 2000). |
---|