ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XI ს. |
თხზულება | „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქვა სახელი ფარნავაზ... და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელი მამასახლისი ყოფილიყო. ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლული იყო ალექსანდრესგან [...] გამოუჩნდეთ ჩვენ მტერად აზონ ერისთავისა“ (გვ. 20) |
ტერმინი |

კომენტარი | კ. კეკელიძე: „მეოთხე ბერძნული წყარო ლეონტისა არის ფსევდოკალისთენის პოპულარული რომანი „ალექსანდრია“. ამ წიგნიდან უნდა იყოს შემოტანილი ჩვენს მატიანეში, საზოგადოდ, ცნობა ალექსანდრე მაკედონელის ჩვენში ყოფნის შესახებ...“ (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი მეორე, თბილისი, 1981, გვ. 255). კომენტარი: გ. ქავთარაძე „კარგად არის ცნობილი, რომ თვით ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიაში, თუმცა ქართულიდა სომხური მატიანეების სამართლიანად ლეგენდარულად მიჩნეული ცნობები ალექსანდრე დიდის მონაწილეობის შესახებ კავკასიასა და მისი მიმდებარე მხარეების საქმეებში და ადგილობრივ მმართველთა, სავარაუდოთ, რეალურად არსებული სურვილი - დაეკავშირებინათ საკუთარი მიზნები მაკედონელთა ინტერესებთან და გამოეყენებინათ მათი ძალაუფლება ამ მიზნების რეალიზაციისათვის, თითქოს ასახულია ახ. წ. II საუკუნის რომაელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ფლავიუს არიანეს თხზულებაში „ალექსანდრეს ლაშქრობა“ [ფლავიუს არიანეს ცნობით, ძვ. წ. 329/328 წ. „ხორაზმელების“ მეფე ფარსმანესი ალექსანდრეს ეახლა და შესთავაზა მას მოკავშირეობა მეზობლების, კოლხებისა და ამაძონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსანდრე მას დაჰპირდა, რომ აზიის დაპყრობისა და ჰელესპონტოსისა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ იგი აუცილებლად შეიჭრებოდა პონტოში“ (Arrianus, 67, XV, IV) ე. კ.] (G. Kavtaradze, Probleme der historischen Geographie Anatoliens und Transkaukasiens, im ersten Jahrtausend v. Chr. (Caucasica) – Orbis Terrarum, Internationale Zeitschrift für historische Geographie der Alten Welt, 2, 1996, Stuttgart, 1996, 191-216). ა. ბოსვორთის აზრით, ამბის [არიანესთან მოცემულის ე. კ.] პირველ გადმომცემს არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ალექსანდრეს ნამდვილად ჰქონდა იმის მისწრაფება, რომ დაემორჩილებინა შავიზღვისპირეთის მიმდებარე ტერიტორია. ეს, მისი აზრით, უკავშირდებოდა ძვ. წ. 328 წ. შემუშავებულ გეგმებს (A. B. Bosworth. From Arrian to Alexander, Studies in Historical Interpretation, Oxford, 1988, 192). |
---|