ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XI ს. |
თხზულება | „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მივიდეს წინაშე ფარნავაზისა [...] ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს [...] ხოლო იძლივნენ ბერძენნი ფარნავაზისგან, ივლტოდა ბანაკი მათი, და მოკლეს აზონ, და ურიცხვნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყვედ ქმნნეს. და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიაძორა, და ეკლეცით შემოიქცა... ხოლო ეგრისწყალს ქვემოთ, დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არ ინებეს განდგომა ბერძენთა“ (გვ. 23-24) |
ტერმინი |

კომენტარი | გ. მელიქიშვილის აზრით, ციკლები აზოსა (=მიჰრდატს მოვსეს ხორენაცის „სომეხთა ისტორიიდან“) და ფარნავაზის შესახებ, შესაძლოა, ადრე ერთმანეთის დამოუკიდებლად არსებობდნენ, ანდა იქნებ სულაც არიანეს და იბერიის სამეფოს წარმოქმნის შესახებ არსებული ერთი და იმავე ამბის იმ ვარიანტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც „მეფეთა ცხოვრების“ ავტორმა გვიანდელ ლიტერატურულ ვერსიაში გააერთიანა (Г. А. Mеликишвили, К истории древней Грузии, Тбилиси, 1959, 280). |
---|