ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XI ს. |
თხზულება | „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „და ვიდრე იგი [მირიანი, ქართლის მეფე ე. კ.] იყო წყობად ხაზართა, მაშინ უკუე მეფე გუთთა სპათა ურიცხჳთა შევიდა საბერძნეთს. ხოლო მეფე ბერძენთა შეკრბა სპითა დიდითა და წინაღუდგა. მაშინ მეფემან გუთთამან სთხოვა თავის-თავ ბრძოლა კეისარსა. ხოლო კეისარსა ვერ ძალ-ედვა ბრძოლა მისი. ხოლო მაშინ მუნ იყო სპათა თანა ბერძენთასა ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ, რომელი ვაჴსენეთ ზემო. აღზრდილ იყო იგი საბერძნეთს და იყო გოლიათი. მას ჟამსა შინა იყო სპასა თანა ბერძენთასა. და იგი გამოარჩიეს ყოველთა სპათა ბერძენთასა. და შემოსეს იგი შესამოსლითა და საჭურველთა კეისრისათა და კეისრის სახედ გაუგზავნეს ბრძოლად გუთთა მეფესა. გამოვიდა მუნით გუთთა მეფე და მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად: სძლო თრდატ და ჴელად შეიპყრნა. და იოტეს ბანაკი გუთთა. ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოზავნა სომხითს, მამულსა თჳსსა. გამოვიდეს სომხითს და გამოასხნეს სპანი ერისთავნი მირიანისანი [...] ხოლო ოდეს მოირთოს ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალედვის წინააღდგომად [...] მაშინ გამოვიდა სპარსთა მეფე და მიეგება მირიან [...] და წარტყუენეს სომხითი და შევიდეს საბერძნეთად. და ვერ წინაღუდგა მათ ბერძენთა მეფე კოსტანტინე და შთავარდა მწუხარებასა დიდსა. და ვითარ იწყეს ტყუენვად საბერძნეთისა, მაშინ არწმუნეს მეფესა კოსტანტინეს კაცთა ვიეთმე ღმრთის-მსახურთა და რქუეს, ვითარმედ: „ვიხილეთ საკჳრველება ქრისტესი და ძლევა მტერთა მოსავთა მისთაგან, ვითარ ყოველნი მოსავნი ქრისტესნი წარძღუანებითა ჯუარისათა სძლევენ მტერთა მათთა“. ხოლო კოსტანტინე მეფემან ირწმუნა მათი, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ბერძენთასა, ნათელ-იღო კოსტანტინე [...] და წარმოიძღუანა სახე ჯუარისა და ეწყო მტერთა [...] და ივლტოდეს ორნივე იგი მეფენი მცირედითა მჴედრითა, და მიუდგა უკანა კოსტანტინე და შევიდა საზღვრთა მათთა [...] და ამისთჳსცა [მირიან მეფემ ე. კ.] წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა მისგან მშჳდობა, და აღუთქვა მას მსახურება და განდგომა სპარსთაგან და შემოდგომა მისდა, რომელი-ესე სთნდა კოსტანტინეს [...] და ესე რა განუგო კოსტანტინე მეფემან და შუამდგომელ ექმნა მათ, და წარვიდა თჳსად სამეფოდ“ (გვ. 68-70) |
ტერმინი |

კომენტარი |
---|