ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1779-1837 წწ. (XVIIIს. XIXს.) |
თხზულება | „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“ (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი, 1967 წ.) |
სახეობა | |
ციტაცია | „ცხოველად აქვნდათ ოთხნი კავშირნი სტიხიონი, რომელნი თანამშრომელ იყვნენ ღუაწლსა შინა მოძღვრისა მათისათჳს, იგინი მიწით იყვნენ შემოსილ, გარნა ზეგარდმო განჩინებითა პირუჱდისა ტიპიკონისათა მიიქცნენ მიწადვე რომსა შინა“. (გვ. 74) |
ტერმინი |

კომენტარი | „როგორც არისტოტელეს „მეტაფიზიკიდან“ (I, 3) ირკვევა, სოკრატემდელი ანტიკური ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო სამყაროს შემადგენელი უმცირესი მატერიალური ნაწილების ანუ საწყისი ელემენტების გამოვლენა. კერძოდ, თალესისათვის ეს იყო წყალი, ანაქსიმენესა და დიოგენესათვის - ჰაერი, ხოლო ჰიპასი მეტაპონტელისა და ჰერაკლიტე ეფესელისათვის კი - ცეცხლი. რაც შეეხება ემპედოკლეს, მისი აზრით, არსებობს მეოთხე საწყისიც - მიწა, რომელიც დანარჩენ სამ მატერიალურ ნაწილაკთან - წყალთან, ჰაერსა და ცეცხლთან ერთად წარმოქმნის ფიზიკურ მოვლენებსა და ბუნების ანუ მატერიალურ საგნებს. კერძოდ, ეს ხდება ამ ოთხივე საწყისის ურთიერთშერევის გზით (დაწვრ. იხ. ს. წერეთელი, ანტიკური ფილოსოფია, თბილისი, 1968, გვ. 136-138). ემპედოკლეს ნააზრევიდან მომდინარე ეს ანტიკური ფილოსოფიური თვალსაზრისი სრულიად მისაღები აღმოჩნდა ქრისტიანული ევროპისათვის. კერძოდ, მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი შუასაუკუნეების სქოლასტიკაში. ამის უმთავრესი მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ ოთხი საწყისის თაობაზე თავის არაერთ ნაშრომში ვრცლად მსჯელობს არისტოტელე („მეტაფიზიკა“, I: 3, 5, 8, V: 4; „ფიზიკა“, I: 4, 6, II: 1, III: 5; „ზეცისათვის“, III: 3-7, IV: 3-6; „წარმოქმნისა და გაქრობისათვის“, II და სხვ.). ფილოსოფიური მოძღვრება ოთხი საწყისის თაობაზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ძველ საქართველოშიც. კერძოდ, ის ფიქსირდება რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ (შდრ. ე. ხინთიბიძე, შუასაუკუნეობრივი და რენესანსული „ვეფხისტყაოსანში“, თბილისი, 1993, გვ. 95-96). როგორც წინამდებარე ლექსიკონიდან ირკვევა, ემპედოკლესეულ თვალსაზრისს ოთხი საწყისის თაობაზე იცნობენ ძველი ქართული მწერლობის სხვა წარმომადგენლებიც. [ზ.ხ.] გ. დედაბრიშვილი: ი. ხელაშვილის მოძღვრება 4 ელემენტზე არ განსხვავდება დამასკელის, ნემესიოსისა, სხვათა მოძღვრებისაგან ამ საკითხზე (იონა ხელაშვილის ეპისტოლური არქივი (1809-1835 წწ.), ქართული ეპისტოლარული წყაროების კორპუსი VI-VII, შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი, 2000, გვ. 18). [ე.კ.] |
---|