ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1914–1994 წწ. (XX ს.) |
თხზულება | „ლაშარელა“ (გრიგოლ აბაშიძე, თხზულებანი სამ ტომად, ტომი II, თბილისი, 1984) |
სახეობა | |
ციტაცია | „განაგრძეთ, ოღონდ უმჯობესი იქნება, ბერძენთა ან ლათინთა ენაზე ილაპარაკოთ [...] ორატორმა [...] წმინდა ლათინურით განაგრძო: - ამჟამად ჩვენი მაღალი სტუმრები ახალ იერუსალიმად და მეორე ათენად წოდებულ გელათის აკადემიის ფილოსოფიის გაკვეთილზე არიან [...] მას შემდეგ, რაც ლათინთა აღმოსავლეთის იმპერია საბერძნეთში დაფუძნდა, ევროპა ჩვენი უშუალო მოსაზღვრე და მეზობელი გახდა. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო ძველი და ახალი რომი, ძველ რომზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ [...] რა უნდა იყოს ახალი რომი [...] ძველი რომის დაცემის შემდეგ ბიზანტია იქცა ახალ რომად [...] მას [საქართველოს ე. კ.] შესწევს ძალა უწინამძღვროს საქრისტიანოს, მოევლინოს მას ახალ რომად და იერუსალიმად [...] საქართველოს უძლეველი ლაშქრისა და ქრისტეს სარწმუნოების წინამძღოლი არის ჭაბუკი მეფე ჩვენი, ახოვანებითა და ძალით, გონებითა და შემართებით მსგავსი ალექსანდრე მაკედონელისა და უფრო აღმატებულიც მხედრობასა და სიბრძნეთა შინა. ქართველთა ლაშქარი ახალ ალექსანდრედ წოდებული ბაგრატოვანი მეფის წინამძღოლობით მზად არის დედამიწის ზურგიდან აღგავოს მისი ყველა წინააღმდგომი“ (გვ. 87, 89, 90) |
ტერმინი |

კომენტარი |
---|