ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1927-1997 |
თხზულება | მინოტავრი (არჩილ სულაკაური, თხზულებანი სამ ტომად, ტომი I, ლექსები - მოთხრობები, რედაქტორი ლია შარვაშიძე, თბილისი, 1997) |
სახეობა | |
ციტაცია | ლექსში „მინოტავრი“, როგორც ეს მისი სათაურიდანაც ჩანს, ასახულია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ძველბერძნული მითი კრეტის მეფე მინოსის ხარისთავიან შვილზე - მინოტავროსზე, რომელიც მიწისქვეშა ლაბირინთში იყო გამომწყვდეული და რომელიც არიადნეს დახმარებით მოკლა ათენელმა თესევსმა (გვ. 33-37) |
ტერმინი |
|

კომენტარი | ქეთევან გარდაფხაძის აზრით, „მინოტავროსსა და თეზევსს ა. სულაკაურის ლექსში [„მინოტავრი“] ერთგვარად როლები აქვთ გაცვლილი.“ [...] „მინოტავროსი კაცობრიობის სტაბილურობის, სიმშვიდის გარანტიაა, რომელიც მარტო ზიდავს საკუთარ თავში (მართალია არა ნებაყოფლობით) მოქცეულ მძიმე ტვირთს. თეზევსი კაცობრიობის დაუფიქრებელი ნაბიჯების, ისეთი ქმედებების სიმბოლოა, რომელიც მძიმედ უბრუნდება შემდეგ სამყაროს“ (იხ. გვ. 92). [...] „ა. სულაკაურის „მინოტავრი“ შეიძლება მითის სრულიად ორიგინალურ გააზრებად ჩაითვალოს თანამედროვე მწერლობაში“ (იხ. გვ. 94). დაწვრ. იხ. ქეთევან გარდაფხაძე, არჩილ სულაკაურის „მონოტავრი“ და ხორხე ლუის ბორხესის „ასტერიოსის სახლი“, ლოგოსი (წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში), 2, თბილისი, 2004, გვ. 88-95. [ზ.ხ.] |
---|