• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • გურამ დოჩანაშვილი
  • Guram Dochanashvili
ეპოქა 1939 წ.- (XX-XXI სს)
თხზულება

„ცალ-ცალკედ და ერთად“ (გურამ დოჩანაშვილი, მოთხრობები, ტომი III, თბილისი, 2003)

სახეობა
  • პროზა
  • Prose (geo)
ციტაცია

„გიტარის თანხლებით დამწუხრებული მღეროდა, თუ როგორ მოკვდა გმირი ჰექტორი.

– ვინ? ჰექტორი?! – ძლივს გამოცოცხლდა ვასიკო [...] ერთი ჯამბაზი სიმღერით როგორც კი მიადგებოდა იმ ადგილს, სადაც ჰექტორი იმქუსლიანმა უნდა მოჰკლას, თურმე ერთი ვენეციელი თითო ოქროს უხდიდა ჯამბაზს მხოლოდ იმისთვის, რომ შეეწყვიტა სიმღერა [...] ერთი დღით კიდევ რომ გაეხანგრძლივებინა ჰექტორის სიცოცხლე [...] და ჰექტორიც მოკვდა? [...] და ჰექტორიც-მეთქი... მოკვდა? [...] მთელ ჰომეროსში ჰექტორი ჩემი ყველაზე მეტად საყვარელი გმირია, რადგან ოდისევსი კარგა გაქნილი და ცბიერი იყო, თავის დამცირებაც კოხტად შეეძლო საჭიროების შემთხვევაში... აქილევსის გმირობებითაც არ ვარ მაინცდამაინც გადარეული [...] მერედა, იმ ცალ ქუსლსაც რომ ვერ მოუარა, ეს იყო საქმე? მაგრამ ჰექტორის ცოდვამი უწია... თანაც გაქანებულ ომში ვიღაც ქალის გულისთვის აიღო და გაიბუტა, წამოწვა სადღაც მხართეძოზე არხეინად, განზე. მაინცდამაინც პატროკლე უნდა მოეკლათ, რომ განრისხებულიყო? იფ... პატროკლესათვის წავიდა თავიდან ომში? [...] აი, ჰექტორი კი ჰექტორი [...] კანონიერი მეუღლის სანახავადაც კი ვერ იცლიდა, ნამდვილი გმირი თუკი ვინმე იყო მთელ ტროას ომში, ვინ და, გენაცვალე, ჰექტორი! ქარაფშუტა ძმის ვნებიანობისა გამო მუდამ პატროკლეს, აქილევსის, ოდისევსის, აგამემნონის კოტიკას სამართებელივით ალესილი ხმლის ქვეშ [...] და ერთხელ, როგორც იქნა და მოიცალა და ცოლ-შვილს დახედა ისე იყო გადაღლილი, გატანჯული, სისხლსა და ტალახში ამოთხვრილი, ეს მოხდენილი ვაჟკაცი ადამიანს აღარ ჰგავდა, და შვილი ხელში რომ აიტაცა, იმისმა შემხედვარემ, შეძრწუნებისაგან იტირა ბავშვმა! [...] და ყველაფერი ეს – სხვისი გულისთვის!“ (გვ. 275-276)

ტერმინი
  • შვილს, შვილი, ბავშვმა ( ასტიანაქსი )
  • აგამემნონის ( აგამემნონი )
  • ძმის ( პარისი )
  • ტროას ომში ( ტროას ომი )
  • კანონიერი მეუღლის ( ანდრომაქე )
  • პატროკლე, პატროკლესათვის ( პატროკლოსი )
  • ვიღაც ქალის ( ბრისეისი )
  • ოდისევსი, ოდისევსის
  • ჰომეროსში
  • ჰექტორი, ჰექტორის, ჰექტორიც ( ჰექტორი )
  • იმქუსლიანმა
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი  
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ