ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1926-1999 |
თხზულება | „გოდება“ (ელგუჯა მაღრაძე, ორი რომანი, თბილისი, 1984) |
სახეობა | |
ციტაცია | „ვერგილიუსის რიგიანი თარგმანები თვით ევროპაშიც მოგვიანებით, XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ისტამბება [...] და ვინ არ წერდა ვერგილიუსზე! ტუნისში, ბორდოს მუზეუმში ნაპოვნმა მოზაიკამ შემოუნახა კაცობრიობას ვერგილიუსის ერთადერთი საკმაოდ სარწმუნო პორტრეტი. მანტუის მახლობლად შობილი პოეტი უმეტესად ნეაპოლში ცხოვრობდა უშფოთველად და წყნარად, მხოლოდ როცა კეისარმა ოქტავიანემ მიწის კონფისკაციებით შეაშფოთა იმპერია და ვერგილიუსის მამასაც დაემუქრა მიწის წართმევის საფრთხე, პოეტი რომში გაეშურა, იმპერატორს ეახლა და მამული შეინარჩუნა. იმ ხანებში დაუწერია პოეტს„ბუკოლიკები“. ვერგილიუსსაც უყვარდა მიწა... მასაც ეწადა შეექმნა დიდი ეროვნული ეპოსი, და, აი, იმპერატორმა ოქტავიანემაც მას მიანდო ეს დიდი საქმე, საბერძნეთის „ენეიდის“ სრულყოფის მიზნით ჩასული და უკან თვით იმპერატორის გემით დაბრუნებული პოეტი გზაში, 51 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ვერგილიუსს თავის ეპიტაფიაში აქვს მოხსენიებული საკუთარი სამი მთავარი ნაწარმოები მანტუაში შობილი ვარ, კალაბრიამ მომიტაცა, პართენოპიაში დავიმარხე; ვადიდებდი საძოვრებსა, სოფლებსა და ბელადებს [...] ბიბლიიდანაც ვიცით, ჰესიოდეც დაგვემოწმება და ანტიკის ყველა გამოჩენილი ავტორიტეტიც, [...] რომ მწყემსები, მესაქონლეები, მომთაბარეები მთასა და ბარში სატრფიალო თავგადასავლებით იქცევდნენ თავს [...] ბუკოლიკური პოეზიის მამამთავრად სიცილიელი თეოკრიტე – სირაკუზელი ითვლებოდა“. (გვ. 263-264) |
ტერმინი |
|

კომენტარი |
---|