• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Elguja Maghradze
  • ელგუჯა მაღრაძე
ეპოქა 1926-1999
თხზულება

„გოდება“ (ელგუჯა მაღრაძე, ორი რომანი, თბილისი, 1984)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„უძველესი ბერძნული ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა ონტოლოგიური საკითხის გადაწყვეტა იყო [...] ძველ ბერძენთა წარმოდგენით, სამყაროში ყველაფერი უბრალოდ იყო გადაწყვეტილი, სამყაროს და ადამიანების შემქმნელნი იყვნენ ოლიმპიელი ღმერთები, ისინი განაგებდნენ ქვეყნად ყოველივეს [...] მაგრამ გაჩნდნენ ქვეყნად ისეთი მეამბოხური სულის პატრონი ადამიანები, რომლებიც იყვნენ: თალესი, ჰერაკლიტე, ანაქსიმენე, ქსენოფანე, პითაგორა და სხვები, რომელთაც [...] გადააყენეს ოლიმპიელი ღმერთები [...] თალესის მიხედვით ყოველივეს დასაბამი წყალია, ჰერაკლიტეს ყოველივეს დასაბამი წყალია [...] ჰერაკლიტეს ცეცხლი მისივე ლოგოსის ექვივალენტია, ჰერაკლიტეს ცეცხლი გონიერიცაა და ის მართავს ყოველივეს. ჰერაკლიტეს მარადიული ცეცხლი მატერიაა [...]

ყოველივეს საწყისად და ყოველივეს ბიძგის მიმცემად თვითონ კოსმოსისაც, ანაქსიმანდრემ აპეირონი გამოაცხადა.

ანაქსიმენესათვის კი ყოვლის საწყისი ჰაერია [...] ანაქსიმენის მიხედვით, შეკუმშვა იწვევს სიცივეს, ხოლო გაფართოება-გაშლა-დაცილება თბობას.

მილეტელი ნატურფილოსოფოსებისათვის, ისევე როგორც იონიელთათვის, ღვთიური ბუნებრიობა თანაფარდია [...] თალესის მიხედვით, ღვთაებას არც საწყისი აქვს და არც ბოლო [...]

ემპედოკლეს აზრითაც სამყაროს ოთხი ფესვი გააჩნია (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი). აშკარაა, რომ იგი ზედმიწევნით ღრმად იცნობს ბერძენ კლასიკოს სწავლულთა შრომებს, ელინისტური კულტურის მოღვაწეთა ფილოსოფიურ შეხედულებებს და ანტიკური ხანის მწერალთა და მოაზროვნეთა ნამოღვაწარზეც მიუწვდებოდა ხელი“. (გვ. 288)

ტერმინი
  • ანტიკური ხანის ( ანტიკური ხანა )
  • ელინისტური ( ელინისტურ )
  • კლასიკოს ( კლასიკოსი )
  • მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი ( ოთხი ელემენტი )
  • ემპედოკლეს ( ემპედოკლესი )
  • იონელთათვის ( იონიელი )
  • ნატურფილოსოფოსებისათვის ( ნატურფილოსოფოსი )
  • აპეირონი ( )
  • ანაქსიმანდრემ ( ანაქსიმანდრე )
  • პითაგორა ( )
  • ქსენოფანე ( )
  • ანაქსიმენესთვის ( ანაქსიმენესი )
  • ჰერაკლიტეს ( ჰერაკლიტე ეფესელი )
  • თალესის ( თალესი )
  • ოლიმპიელი ღმერთები ( ოლიმპოს ღმერთები )
  • ბერძენთა ( ბერძენი )
  • ბერძნული ფილოსოფიის ( ბერძნული ფილოსოფია )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი  
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ