ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1947 წ.- |
თხზულება | „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ (ნაირა გელაშვილი, თხზულებანი, ტომი 4, თბილისი, 2010) |
სახეობა | |
ციტაცია | „შენ, მედეავ, ცხოვრება რომ უაღრესად აგეწეწა, ბედმა რომ გიმუხთლა (ისე, შენც უმუხთლე ძალიან ბევრს, და ბევრს ვინ ჩივის: სამშობლოს, მამას, პატარა ძმასა და ბოლოს, შენ ორთავ პირმშოსაც) [...] ქმარი რომ უვარგისი და ბედშავი შეგხვდა [...] თუმცა მეფის ასული იყავ, დედად კიდევ ოკეანიდა გყავდა თუ სულაც დიდმფარველი ჰეკატეს გრძნეულ, ჯადოქარ ქალთა; თავად ჰელიოსი, როგორც ამბობენ, პაპად გხვდებოდა, კირკე კიდევ დად თუ აღმზრდელ მამიდად. [...] ალბათ, იმ დიდ ქვეყანას კიდევ სულ დიდ-დიდი და მთავარ-მთავარი ღმერთები მიემხრნენ და აგირიეს ჭკუა-გონება და შეგაყვარეს თავიანთი ვითომც ლომგული! რაღა შენი ბრალი გამოდის, თუ იმ ქვეყნის ღმერთები ეგრე უბოდიშოდ ერეოდნენ და ფათურობნდენ ადამიანთა ისედაც არეულ-დარეულ ტვინში [...] შენი ბრალი აღარც გამოდის, ეგეთი უპრინციპო სიძე რომ შეგხვდა (ეტყობა ეს [...] შესავალი [...] გურამ მახაურის სულს მედეას შორეულ, ბობოქარ სულთან კონტანქტში შესასვლელად სჭირდებოდა) [...] განა იმ ურჩხულს, იმ ნავსიან ოქროს საწმისს მეტისმეტად ერთგულად რომ დარაჯობდა, სულ ადგილობრივ-ნატურალური ნაერთებით არ დაეცი მძლავრი ძილქუში! და მერეც, ქმრის სამშობლოშიც [...] თან სამამულო, ეროვნული ნედლეული რომ გექნებოდა! და იმითი იყო, ჯერ დაკუწული, მერე მოხარშული ცხვარი რომ გაამრთელე პელეასის დასაღუპად, იმისი უეშმაკო ქალიშვილების გასაბრიყვებლად: – მამა, იმ ცხვრის წამხედურობით, მდუღარეში ციმციმ რომ ჩასვეს და მერე შენი ორგული ქმრის საცოლესა და იმის მამას, რაღა თქმა უნდა, კოლხური წარმოშობის, ალბათ, მზითვად თანწარტანილი, მაშასადამე, აქაური ფოთოლ-ფესვებით, გააჭიმინე ფეხი [...] ეჰ, ვერც მეორედ ააწყე ოჯახი (ეგეოსთან) [...] მარტოოდენ იქ – სულეთშიღა მოისვენე. იქ შეგხვდა ნამდვილი შენი მეწყვილე [...] იქ უსაჩინოეს აქილევსს მისთხოვებიხარ, რომელსაც მერყევი იაზონისაგან განსხვავებით, მარტოოდენ ცალი ქუსლი ჰქონდა ამქვეყნად სუსტი და იმქვეყნად ეს ცალფეხოვანი სისუსტეც ხომ არაფერს ნიშნავდა. [...] გურამ მკურნალის ასეთი გადახვევები მედეას კერძო, პირადი ამბებისაკენ მის ღრმა თანაგრძნობაზე მიგვანიშნებს [...] სახელგანთქმული კოლხი ქალის მიმართ [...] (ქმრის ღალატით მიყენებულ ჭრილობას – თავის სირცხვილსა და სიმარტოვეს უცხოეთში – გაუგონარი სიგიჟე რომ გადააფარა)“. (გვ. 170-172) |
ტერმინი |
|

კომენტარი |
---|