ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1939 წ.- (XX-XXI სს) |
თხზულება | „პენელოპე“ (ლია სტურუა, პირიქით, თბილისი, 2014) |
სახეობა | |
ციტაცია | არა და არ მოდის ზღვაზე დასრიალებს, ანუ ორ ხმელეთს შორის გაწოლილ ჰომეროსზე მის სიბრმავეს აპატიე ქალების ლამფები და პროჟექტორები, ზღვის სიპრიალე! ვის უნახავს პრიალა სიყვარული? იმ შენს გაუტავებელ ქსოვილსაც, უკვე, ხორკლები აყრია, არფებმა მამლების წითელი ბიბილოები გამოიბეს – ანტილაჟვარდი, ანგელოზების გლუვ თავებში ჩატენილი კაკაფონია რას ერჩოდი? ისე რბილად ფიქრობდნენ შენზე... და რა მოგცა მოთმინებამ? რამდენიმე ნორმალური კაცი რომ განასკვო, ერთი სიგიჟე არ გამოვა? კეთილხმოვანება ბრმებს დაუტოვე, ფილარმონიებს, მოჰერისგან მოქსოვილ ოჯახებს, დაწყევლილი სირბილე! თეფშზე ჩანგლის გასმა უფრო არ გამოაფხიზლებს კაცს? ყურებს ცვილით კი არ დაიხშობს, მოიჭრის და სიგიჟის საბითებივით მიუგდებს იმ დროებით ქალებს... ყველანი ცოტა პოეტები ხართ: შენც, ისიც, ორ ხმელეთს შუა გაწოლილზე, ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ბრმა რომ იკითხავს: – რა არის ლურჯი? და შოპენის ეტიუდში ჩააყოფინებ ხელებს... (გვ. 104-105) |
ტერმინი |

კომენტარი |
---|