ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII ს. |
თხზულება | „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი, რომელმან ქადაგა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ქუეყანასა ჩრდილოჲსასა და განანათლა ნათესავი ქართველთაჲ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III (მეტაფრასული რედაქც |
სახეობა | |
ციტაცია | „რამეთუ ალექსანდრე მაკედონელი იქმნა რაჲ მეფე, პირველად უცხოთესლნი იგი ბოროტნი წარმოაქცინა დასავალით და კერძსა მას ჩრდილოჲსასა დახსნა და ვითარცა უკუ-მოიქცა მუნით და შემოვიდა საზღვართა ქართლისათა და შემდგომად ამისა განძლიერდა და იპყრა ყოველი სოფელი ამანვე ალექსანდრე მაკედონელმა სიბრძნითა და სიმჴნითა თჳსითა“ (გვ. 46)
|
ტერმინი |

კომენტარი | გ. ქავთარაძე „კარგად არის ცნობილი, რომ თვით ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიაში, თუმცა ქართული და სომხური მატიანეების სამართლიანად ლეგენდარულად მიჩნეული ცნობები ალექსანდრე დიდის მონაწილეობის შესახებ კავკასიასა და მისი მიმდებარე მხარეების საქმეებში და ადგილობრივ მმართველთა, სავარაუდოთ, რეალურად არსებული სურვილი – დაეკავშირებინათ საკუთარი მიზნები მაკედონელთა ინტერესებთან და გამოეყენებინათ მათი ძალაუფლება ამ მიზნების რეალიზაციისათვის, თითქოს ასახულია ახ. წ. II საუკუნის რომაელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ფლავიუს არიანეს თხზულებაში „ალექსანდრეს ლაშქრობა“ [ფლავიუს არიანეს ცნობით, ძვ. წ. 329/328 წ. „ხორაზმელების“ მეფე ფარსმანესი ალექსანდრეს ეახლა და შესთავაზა მას მოკავშირეობა მეზობლების, კოლხებისა და ამაძონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსანდრე მას დაჰპირდა, რომ აზიის დაპყრობისა და ჰელესპონტოსისა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ იგი აუცილებლად შეიჭრებოდა პონტოში“ (Arrianus, 67, XV, IV) ე. კ.] (G. Kavtaradze, Probleme der historischen Geographie Anatoliens und Transkaukasiens im ersten Jahrtausend v. Chr. (Caucasica) – Orbis Terrarum, Internationale Zeitschrift für historische Geographie der Alten Welt, 2, 1996, Stuttgart, 1996, 191-216).
პ. ინგოროყვა: „არსენ ბერს უსარგებლია ახ. წ. IV საუკუნის ქართველი ისტორიკოსის (წარმოშობით ქართველი ებრაელის) აბიათარის დაკარგული ნაშრომით „ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა“ (პ. ინგოროყვა, ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური იბერიის მეფეთა სია, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XI, B, 1941).
|
---|