ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII ს. |
თხზულება | „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი, რომელმან ქადაგა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ქუეყანასა ჩრდილოჲსასა და განანათლა ნათესავი ქართველთაჲ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III (მეტაფრასული რედაქც |
სახეობა | |
ციტაცია | „ხოლო ჰყვა თანა [ალექსანდრე მაკედონელს, – ე. კ.] აზოვე, ძე არიან ქართველთა მეფისაჲ და მისცა ქუეყანაჲ ესე ჩუენი სამეუფოდ და სამკჳდრებლად [...] ხოლო ესე აზოვე წარვიდა არიან ქართლად მამისა თჳსისა და წარმოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბიოჲ და მოქალაქე დედებით, ყრმებითურთ მათით [...] და ესე აზოვე არის პირველი მეფე ქართველთაჲ“ (გვ. 47) |
ტერმინი |

კომენტარი | გ. ქავთარაძე: „[აზონის, – ე. კ.] საკითხთან დაკავშირებით „მეფეთა ცხოვრება“ აშკარა შეუსაბამისობას ავლენს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ზემოთმოყვანილ ცნობასთან. „მეფეთა ცხოვრებისათვის“ არიან ქართლის მეფის ძე აზო მაკედონელი აზონია“ (გ. ქავთარაძე, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009, გვ. 41). გ. მელიქიშვილის აზრით, „არიან ქართლის“ არიანი შესაძლოა პირენეის დამახინჯებით იყოს მიღებული (გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი საკითხისათვის, თბილისი, 1965, გვ. 16). |
---|