• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Giorgi Leonidze
  • გიორგი ლეონიძე
ეპოქა 1899-1966 წწ.
თხზულება

„სამგორი“ (გიორგი ლეონიძე, ლექსები, პოემები. ერთტომეული. რედაქტორი გრიგოლ აბაშიძე, წიგნი შეადგინეს თინათინ და ნესტან ლეონიძეებმა, თბილისი, 1980)

სახეობა
  • პოეზია
ციტაცია

„შენ დაგმშვენდება...

რომის გვირგვინი“ (გვ. 466)

 „და თითქოს რომში შეჰყვარებოდეს“ (გვ. 467)

„და თუ ახლა რომში ჰხარობ“ (გვ. 469)

„შვილდს სჭიმავდა ამორძალი“ (გვ. 470)

 „დიდხანს ვიბრძოლე კეისრის კარზე“ (გვ. 473)

„რა გაგვირიგე გვითხარი რომში?“ (გვ. 474)

„მოართვეს ვახტანგს კეისრის ძღვენი“ (გვ. 475)

„- რას ბრძანებს დიდი იმპერატორი?

. . .

რომ იყოს ქართლი და იყოს რომი

. . .

- კიდევ რას ბრძანებს იმპერატორი?“ (გვ. 475)

 „შემოჰყავს მეფეს რომაელები“ (გვ. 479)

„რომი, ათენი და ბაბილონი

ხვალიდან თბილისის ძმები არიან...“ (გვ. 486)

 „მცხეთა, ფაზისი, ცხუმი, არმაზი -

დალოცვენ თბილისს უფროსი ძმები...“ (გვ. 492)

 „თან ახლდა მეფეს რომის დესპანი“ (გვ. 492)

. . .

 „შიგ ჩააყენეთ რომაელთ სპანი“ (გვ. 494)

 „ხელს აწერს მეფე რომის პირობას“ (გვ. 496)

„სწავლობდა ფარნა ფაზისს და მცხეთას,

 იცნობდნენ რომს და ანტიოქიას

 ხუროთმოძღვრული მისი სახელი

 რომაელთათვის დღეს მეტოქეა“ (გვ. 498)

„არ ვათელვინე რომსა და სპარსეთს“ (გვ. 502)

„მეტნი არიან სარსნი სპარსთანი

 და რომის იმედს ამაოდ მისდევ!“ (გვ. 507)

. . .

„მიგვიძეხ მკლავით რომაელებზე“ (გვ. 507)

. . .

„ჯერ ჩემზე მოდით და მერე რომზე“ (გვ. 507)

„არ გაძლევ წარმართს, მოგცემ კეისარს, -

სთქვა მეფემ, - ვითარ ჩვენი წესია!

-არც სპარსეთი მსურს, არც საბერძნეთი,

ჩემი სამშობლო უმეტესია!“ (გვ. 508)

. . .

„მოციქულს უვლენს ვახტანგ კეისარს,“ (გვ. 508)

„ვრცელ ფოლორცებზე რომს აგინებდნენ“ (გვ. 508)

. . .

 „ბიზანტიონის ლაშქარი არ სჩანს,“ (გვ. 508)

. . .

„არ სჩანან რომის ლეგიონები.“ (გვ. 519)

 

„... და სიკვდილთან ბუღრაობენ

შაჰნამა და კეისარი.“ (გვ. 536)

ტერმინი
  • ბიზანტიონის ( ბიზანტიონი )
  • ფაზისი, ფაზისს ( ფასისი )
  • ათენი ( ათენს ათინა, ათინამ, ათინისთვის ათინამ ათინა ათინაში )
  • რომაელები, რომაელთ, რომაელთათვის, რომაელებზე
  • იმპერატორი ( იმპერატორს )
  • კეისრის, კეისარს, კეისარი
  • ამორძალი ( )
  • რომის, რომში, რომი, რომს, რომსა, რომზე
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

ისტორიული პოემა „სამგორი“ ეძღვნება მეფე ვახტანგ გორგასალს, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეხუთე საუკუნეში (გარდაიცვალა 502 წელს).

მან სამეფო სკიპტრა 15 წლის ასაკში ჩაიბარა, იმეფა 45 წელი, გარდაიცვალა 65 წლისა. მისი ცხოვრება აღწერა მერვე საუკუნის ქართველმა ისტორიოგრაფმა ჯუანშერმა, რომლის ვრცელი თხზულება სახელწოდებით „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ შესულია ისტორიოგრაფიულ კრებულში „ქართლის ცხოვრება“. როგორც ჩანს გიორგი ლეონიძემ თავისი ქმნილების სიუჟეტად სწორედ ეს თხზულება გამოიყენა. ისტორიულ ფაქტებთან ერთად პოემაში, ბუნებრივია, დიდი ადგილი უჭირავს პოეტის მხატვრულ წარმოსახვას, ისტორიულ მოვლენათა ახლებურ გააზრებას. თუმცა ლაიტმოტივი უცვლელია: მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესსისგან დაცვას ლამობდა, მისი მმართველობის ჟამს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისაკენ. ჯუანშერი თავის თხზულებაში ასე გადმოგვცემს მეფის ანდერძს: „აწ გამცნობთ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ... და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ“ (ქც. I. 203)

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ