ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1882-1962 წწ. |
თხზულება | გველის პერანგი (გრიგოლ რობაქიძე, ნაწერები, წიგნი I, თბილისი, 2012) |
სახეობა | |
ციტაცია | „არის ცნობა. დიდი პითაგორ კროტონში პროზერპინას საფლავთან მოსწავლეებს ერთ საღამოს საიდუმლო სწავლას გადასცემდა. უეცრად მის წინ ქალწული დავარდება. ლამაზი ტანი მარჯვედ ასხმული. მკერდი: ნდომით აბორცვილი. თვალლურსა და კუშტი. პითაგორ ხედავს: საკმაოა სათუთი შეხება – და ქალი დაიღვრება სისავსისაგან. „მაღალო! დიდო! მიხსენ სიყვარულისგან: რომელიც წვავს სულს და ნთქავს სხეულს“. პითაგორ ერთს კიდევ გადახედავს. არას ეტყვის. მაგრამ შემდეგ სცენა მეორდება მეტის ავსილობით და მეტის გახელებით. პითაგორ ეხლა ჩახედავს თვალებში ჭირვეულს და იქ მარად შეუღლებას ამოიკითხავს. ეს იყო ქალწული თეანო. იგი გახდა პითაგორის ცოლი. პითაგორ მაშინ სამოცი წლის იყო. არჩიბალდ მეკეში მისი ნახევარი ხნის თუ არის. მის წინ ოლგაა, როგორც ქალწული თეანო“ (გვ. 293) |
ტერმინი |
|

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი |
---|