• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Grigol Robakidze
  • გრიგოლ რობაქიძე
ეპოქა 1882-1962 წწ.
თხზულება

ფალესტრა (გრიგოლ რობაქიძე, ნაწერები, წიგნი I, თბილისი, 2012)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„დიახ, უმწარესი და უტკბილესი: „მე“, აქ მარხია ყოფის საიდუმლო. უმწარესი – რადგან სიკვდილია იგი, უტკბილესი – რადგან სიცოცხლეა იგი. თითქმის ერთსადაიმავე დროს. თვითონ ყოფა მარადი ქცევაა, მუდმივი ცვლა, უწყვეტი დენა. ამ დენაში, ამ ცვლაში, ამ ქცევაში – ცხადდება და ცნაურდება „მე“, „პირი“. მარადი ქცევა, მუდმივი ცვლა. ქცევა და ცვლა – რის? და აქ იჭრება ხელუხლებელი „სახე“, ხატი (არა სალოცავი): დემოკრიტის „გარსი“, პინდარის „აიდოლონ“, გერმანული „აბბილდ“. ნიშანი ამ სახის არის მასკა, ნიღაბი. და დააკვირდი: იმ კულტებში, საცა „ცვლა“ ყოფის საიდუმლოდ იყო გამოცხადებული, „ქცევა“ მასკით ხდებოდა. მაგალითად – დიონისოს კულტში. „მე“ უნდა გაიხსნეს, უნდა გაირღვეს. არსი უნდა გადავიდეს ყოვლადში. პიროვნება უნდა ეზიაროს ზეპიროვნულს. ეს არის დიონისოს ფენომენი. და მერე როგორი იყო რიტუალი ამ ფენომენის? მასკის აფარება, მასკის, რომელიც დიონისოს სახავდა. ერთ ალაგს უკვე ნახეს ორი კერპი დიონისოსი, წმინდა ფიჭვისგან ნამზადი, წითლად შეღებილი _ (სისხლის ნიშანი). ქალები ამ კულტში გამოდიოდნენ: ძაღლებად, მგლებად, პანტერებად, გაზელებად. რისთვის? მისთვის, რომ აღესახათ ყოვლადში გადასვლა, სულ ერთია, რაა ამ შემთხვევაში ყოვლადი: ძაღლი, მგელი, პანტერა, გაზელა თუ სხვა რამ. ინდიელი მგელს აიყვანს ხოლმე, როგორც ტოტემურ ცხოველს. ტოტემი აქ ინდოელისთვის „პირველი კაცია“, როგორ აიყვანდა მგელს კაცად, თუ მას არ წარმოსახვოდა, ან და არ მოლანდებოდა კაცის გადასვლა მგელში და მგელის კაცში?! მაკედონიის მენადებს თავზე რქები ჰქონდათ გაკეთებული, ნიშნად ხარღმერთთან (დიონისოსთან) კავშირისა. საბაზის (დიონისოს) კულტის მსახურნი სახეს იღებავენ – საქართველოში – „გონჯას“ ამბავი. სატურნალიების მონაწილენი სახეს იმურავდნენ წითლად – (აქაც სისხლისნიშანი). კვიბელას ქურუმები ცარცით ითეთრებდნენ სახეს. ეს კიდევ არაფერი. „მე“ უნდა გაირღვეს, რომ ზიარიქმნას ყოვლისა. ეს „გარღვევაც“ მასკურ ხდებოდა. დიონისოს ჰგლეჯენ ტიტანები – ხოლო მის კულტში მის მსახიერებელს ჰკეპავენ, ხშირად ვინმე ტყვეს, გასახსენებელია აქტეონიც, აქლემის ტყავში გამოწყობილი, რომელიც ძაღლებმა დაგლიჯეს. თვითონ წირვა და წირვადი მასკებში სწარმოებდა. არტემიდას ქურუმი ქალი, რომ განესახიერებინა მონადირე ქალწული, ეტლით მოდიოდა ხოლმე, რომელშიაც ირმები იყვნენ შებმული. იყო აგრეთვე დემეტრას მასკა. წირვის დროს მოგვი იცვამდა მას სახეზე. მისტერიიდან მასკა ტრაგედიაში გადმოვიდა. განა დასაჯერებელია, რომ ჰელლენებს არ ჰქონდათ სახის მიმიკა და მასკას მისთვის მიმართეს?! არა. მათთვის საჭირო იყო მასკა, რადგანაც მათთვის ტრაგედია იყო საკრალური ქმედება. კულტში მსახიერებელს ჰკლავდნენ, ტრაგედიაში გმირი კვდება – არსი ერთია. ბენდორფის მიერ აწერილი მასკა – სქელი გვირგვინი ვაზის ფოთლებისაგან და მტევნები თმებში – განა ბაკჰის ასახვა არ არის?! ასე: „მე უნდა გაირღვეს, რომ ყოვლადს ეზიარო“... (გვ. 478-479)

ტერმინი
  • დემოკრიტის ( დემოკრიტე )
  • პინდარის ( პინდაროსი )
  • „აიდოლონ“ ( იდოლონი )
  • დიონისოს, დიონისოსი, დიონისოსთან
  • საბაზის ( საბაძიოსი )
  • სატურნალიების ( სატურნალიები )
  • კვიბელას ( კიბელე )
  • ტიტანები
  • არტემიდას ( არტემისი )
  • დემეტრას ( დემეტრე )
  • ჰელლენებს ( ელინი )
  • ბაკჰის ( ბაკქოსი )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი  
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ