ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1882-1962 წწ. |
თხზულება | ენგადი (გრიგოლ რობაქიძე, ნაწერები, წიგნი I, თბილისი, 2012) |
სახეობა | |
ციტაცია | „ანაზდად სიტყვა მომაგონდა მითიური დიოტიმასი პლატონის „ნადიმიდან“. სიყვარული შობაა მშვენიერებაში, როგორც სულით, ისე სხეულით“. ეს თქმა ჩემთვის საცნაური იყო ყოველთვის და საოცარი. პლატონურ სიყვარულს საუკუნოებში იგულვებდნენ როგორც არახორციელს. მაგრამ რად არის დიოტიმას თქმაში ჩაწვეთებული: „როგორც სულით, ისე სხეულით?“ პლატონის აზრით სხეულსაც ჰქონია მაშ წილი სიყვარულში! მას არ შეეძლო სხვაგვარად ეაზრა: არახორციელი ეროსი მჭლეა და ბერწი. ვერთვოდი ფიქრებს და საიდუმლოს ვუახლოვდებოდი. სრულყოფილ სამყაროში – პლატონი როგორც „იდეით“ გამჭვრეტი ყოფისა, საგულვებელია, აქაც სრულყოფას გულისხმობს – სიყვარული მართლაც შობა უნდა იყოს მშვენიერებაში როგორც სულით ისე სხეულით“ (გვ. 162) |
ტერმინი |
|

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი |
---|