ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1882-1962 წწ. |
თხზულება | ტიციან ტაბიძეს (გრიგოლ რობაქიძე, ნაწერები, წიგნი II, თბილისი, 2012) |
სახეობა | |
ციტაცია | „შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები: ტკბილი სინელით ესიტყვები გვართა მოირას. ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები: ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს. ცხელ ზმანებაში: ქვეყნის საშოს თითქო ეცლები: ჟღალი თვალებით „შიში ძველი“ შენთან მოიარს. წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგლისები: სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს. ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი: შენში აპირებს მუნჯი რიტმით უხვად ამოცრას, როს მოგესმება ლუში ლორწი მისი ხავოსი, – ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს. არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან: რომ დიონისო შენი ჩუმი ძმად ნაფიცია“ (გვ. 63) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი |
---|