ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1882-1962 წწ. |
თხზულება | მწყემსთა ღმერთი (გრიგოლ რობაქიძე, ნაწერები, წიგნი II, თბილისი, 2012) |
სახეობა | |
ციტაცია | „გველი – ფერნაცვალი ტყავიდან ნახევრად რომ თავდახსნილია და მეყვსეულად მონუსხულა – ანაზდეულად შეყოვნდება, უცხო რამ სუნთქვა თითქოს ჰაერს ეცილბოდეს და შუადღესთან წილნაყარი მზის მდუმარება ბრმა ხახაში გადაიზრდება და იკარგება დროის მიღმა სუნთქვა ყოველთა. გველი – მთქნარებამორეული მოუსვენრად თავს ზეწამოსწევს და გაშეშედება ხელმეორე გაჩენის წამთან. ჩამოჟანგებულ კლდის ფერდობთან ფაშატები მიყუჟებულან – შიშმორეული ეხუტებიან ულაყებს. – თქარუნი ახლოვდება! – უცხო, უჩვეულო ფლოქვების თქარუნი და წინათგრძნობით მოცახცახე ცხენების რემა, თვალები რომ ტრამალებით ამოუვსიათ, თანდათანობით იკუმშება. ამ დროს კორომებში გაისმის ხორხოცი, ქუხილის მსგავსი ვაცისფეხიან პანისა და სალი კლდის კედელი ბუმერანგივით უკუტყორცნის ხარხარის ექოს და მრისხანებით ატანილი ღმერთი ჩაიარს. ფერდობს მოწყდება დამფრთხალი რემაც და მდინარეში ფართაფურთხით ჩათითოვდება. ჩაიგრუხუნებს ზღვის ტალღებზე გადაჭიმული ქარიშხალი მწყემსების ღმერთის და მოითქვამს სულს ათასი ფერდი ჰუნეთა. გველიც, გველიც მთლიანად იბადება ამ დროს ტყავიდან და გაღვიძებულ სამყაროში განორჩებული გამოხოხდება, მაგრამ... უკუმოხედვას ვეღარ გაბედავს: ურჩხულის სუნთქვა – ოხშივარივით გაბერილი და გატიკნილი, ანუ მისივე ორეული – პერანგი ძველი – გაშმაგებით ადევნებია“ (გვ. 637) |
ტერმინი |

კომენტარი | ეს ლექსი დაწერილია გერმანულ ენაზე (იხ. გრიგოლ რობაქიძის არქივი N28775-80). ქართულად თარგმნეს ნოდარ კაკაბაძემ და ზაალ ებანოიძემ. |
---|