ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1931-1997 |
თხზულება | კოლხეთის ქნარი (გიორგი კორნაპელი, ფენიქსი, ლექსები და პოემები. გამომცემლობა „მოწამეთა“, ქუთაისი, 1995) |
სახეობა | |
ციტაცია | „ცა ალურჯებდა ფშანების ძირებს, ვიღაცა სწუხდა დაკარგულ ქნარზე, მხოლოდ თხმელების გაფრენა ქარში ფრთებს მწვანით შემოსილს. მერე რამდენი გაზაფხული მოკვდა უმზეოდ, ანდა რამდენი მსუბუქი ფრთა გადაჰყვა ქარებს. კოლხეთი როგორ ეძახოდა დაღუპულ აფრებს, დაღუპულ აფრებს, პონტოს ნათელს, დამარხულ ქნარებს. და მე ვისმენდი ამორძალთა ფარების ჟრიალს, კოლხეთის ღამე რომ ანთებდა გრძნეულ მთვარეთი. ამ ყრუ ველებში ჩემი სული არ დაილია, მას მუდამ ზრდიდა პონტოს ზვირთი და სიზმარეთი. და მე მაჩვენა აქ ფაზისმა ლომის თათებით იმ სასახლეთა დაფარული უცხო ნახატი თლილი სვეტებით, მზის თაღებით და გუმბათებით და მასზე ზღვები მოფრენილი ცისფერ ფარფატით. აშფოთდნენისევ დაკარგული გაზაფხულები ამორძალივით ამ ვნებიან და ძველ მიწაზე, ახლა კოლხეთი მზეს შეეხო ნაპოვნი ქნარით, ამოიმღერა დაფარული დიდი სიმწვანე. და შრიალებენ ასაფრენად აწვდილი ფრთები, სდუმს ეს ფაზისი, გაფანტული მყუდრო ფშანებად, წამოფრინდება პონტო, როგორც ლურჯი ფრინველი და კოლხეთის სულს სამუდამოდ ის ეზმანება“ (გვ. 68) |
ტერმინი |

კომენტარი |
---|