ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1931-1997 |
თხზულება | ნარცისი (გიორგი კორნაპელი, ფენიქსი, ლექსები და პოემები. გამომცემლობა „მოწამეთა“, ქუთაისი, 1995) |
სახეობა | |
ციტაცია | „რისთვის მოადექ, მუზავ, დაგმანულ დილეგს?“ (გვ. 221) . . . „ამაოდ უკვნესს სული აწ ექო ნიმფას“ (გვ. 222) . . . „ჩუმად შთახდები ჰადესს“ (გვ. 223) . . . „და დაირწევა ჩრდილი ქარონის ბორნის“ (გვ. 223) . . . „ნიმფა კიოდა: ნამსხვრევი სარკე ცვივა“ (გვ. 223) . . . ენარცისები ელვის ირისით ტყე-ველს“ (გვ. 227) . . . „შემოდის ნიმფა, გიჟის თვალებს აშტერებს ნარცისს, წყალზე დაფენილს მშვენიერ ლანდად“ (გვ. 227) „ნარცის ვერ ხედავს ექოს – ბრმა არის იგი“ (გვ. 228) . . . „წყალს ებლანდება ნიმფა ათლილი ყელით“ (გვ. 228) . . . „შხამი მოწვეთავს, სწვეთდა ეროსის ისრის“ (გვ. 228) . . . „გამოქცეული შენივ ქაოსის სისინს“ (გვ. 228) . . . „აშრიალდება ლეთას ზვირთები ბნელად განხმულა შენთვის აჰა! ჰადესის კარი. ნიმფა ჩქერებით ეფირუზება ზამბახს“ (გვ. 229) . . . „გამოჩნდა ეროს ოქროს ისრებით, სადაც ნიმფები შეგროვილან ნარცისის ხილვად ოქროდ სწურავდა ეროსი ღრუბლებს, რწყავდა“ (გვ. 229) . . . „ნიმფების ფერხულს, ქარით ნაწამებ ტყე-ველს“ (გვ. 229) „ეფინებოდა ხმა ყვავილებს, ლეთას ეპასუხება აწღა არაფერს ექო“ (გვ. 229) „დადგა ნარცისი თავის ლანდზე გაგიჟებული“ (გვ. 230) „უმღერე, მუზავ, ყოფნა-არყოფნის კანკალს“ (გვ. 230) „და ისწრაფიან ნიმფები რომ იხსნან ნარცისი“ (გვ. 230) „ნარცისს არ ძალუძს ზე აიხედოს“ (გვ. 230) „კლდედ ქმნილი ექო ჩაშვებულა თვის სიბნელეში და ბორგავს სტიქსი და აქერონთან ფუსფუსებენ გზად მსრბოლნი სულნი“ (გვ. 230) „გადაჭიმვია შუქნი კენტავრის მშვილდებს“ (გვ. 231) „იტანჯე ნარცის, სოფლად ჩამომდნარ ბინდზე, შთახდი, ჩაჰკიდე ჰადესისკენ თავი, გეძახოს ექომ, თუმცა ამოდ გხმობდა... მზეს ჩაიხუტებს ტანჯვით გაშლილი მკლავით და ქარიშხალით თვრება მენადის ბოდვა“ (გვ. 231) . . . „შენ შესტიროდი ქაოსებიდან ჰერმესს“ (გვ. 232) . . . „დააბნელებდა ოქრო ჰადესის მერნებს“ (გვ. 232) . . . „შმაგი კენტავრი მიჰქრის კენტავრის კვალად“ (გვ. 232) „და ნიმფა ექო უსასოო მზერად შთენილი ახლა სატირი რომ შეჰყურებს გიჟური ვნებით“ (გვ. 233) „ილანდებოდა წყალზე სატირის რქანი, გაქვავდებოდა გაგიჟებული ტანი, ნიმფას მუხლები ეკარგებოდა რძეში და ზედ აწვიმდა შავთა კულულთა თქეში და ათქვირებულ ექოს ძუძუთა ხურჯინს, მას გულსა შინა სატირი ბურჯგნის“ (გვ. 233) . . . „შემოდის ეროს ოქროს მშვილდით გაბრწყინებული იმედით სავსე აქ ნარცისის მობრუნებისა“ . . . „იტანჯებოდა სარკე ნარცისის ხატით“ (გვ. 233) . . . „ოქროდ ციმციმებს ტყენი ეროსის მშვილდით და იღუპება ნიმფა...“ (გვ. 234) „გადააფრქვია ველს ნარცისების ცარცი“ (გვ. 234) . . . „ააკივლებდა მაშინ ეროსი სისხლებს რომ გაემხილა, რასაც ქაოსი ფარავს“ (გვ. 235) . . . „დაყრუვდა ნარცის, ეროსის ლომ ღრენდა" (გვ. 235) . . . „დავიწყებებით შლიან მზეები მზეებს, კლდეებს, ექოებს სატირის ცხოველ ბღავილს" (გვ. 235) „მხოლოდ და მხოლოდ შენ ნარცისობით იწვი" (გვ. 236) . . . „საიქიოს ცის კრთომა ნარცისის შუბზე" (გვ. 236) „შენღა უსმენდე, მას ექოებად შთენილს, გიციმციმებენ ეს ღამეები სიკვდილს, გეციმციმება თვალი ათასი გველის ამ ვარსკვლავების შიში სატირის სახით" (გვ. 236-237) „შემოგყურებდა ღამე სატირის რქებით" (გვ. 237) „ვხედავდი ნარცისს შებინდებების შინდით და აფროდიტეს ბედნიერებას – ქაფით" (გვ. 238) „ყვავილებიდან როკდა ნიმფათა კრება" (გვ. 238) „ჭკნება ნარცისი სიმარტოვეში, სიმარტოვეში იფარება სიკვდილის ნათლით" (გვ. 238) „ახლა ნარცისი თვითსიყვარულის მარხვით, შუბს დაყრდნობია, ხსოვნადაკარგულ სახით" (გვ. 238) „ორქიდეები ეფარებიან ქარიტს" (გვ. 238) „აჟღერებს სიმებს მაშინ ეროსი შიშით უმღერე მუზავ! ლომ-ავაზების ხავილს" (გვ. 240) „მიჰყუდებოდა ზეცას ნარცისის შუბი" (გვ. 240) „არდაბრუნებას ოხრავს ქარონის ნავი" (გვ. 241) „იდგა ეროსი, ბნელი ჩირაღდნით ბრწყინავს" (გვ. 241) „ეფარებოდი ჰადესის სუდარ-დუმილს და დაბნელდება ლეთა-მდინარის ლელი, შეშფოთდა ნარცის, სწყურის გაქცევა სადმე" (გვ. 241) „დავიწყებისკენ მიჰყავს ხომალდი ქარონს და ცახცახებენ მკვდრები ჰადესის ხილვით" (გვ. 242) „ეროსი ზეობს დღეს ნარცისის უკუმოქცევას, ნიმფა – სატირნი გიჟდებიან როკვა-გნიასით" (გვ. 243) „სიმებს ეროსი აჟღერებდა, ამდუმარებდა სდგას სიხარული სატირების კოკვა-გნიასით, შემომფარფატებს ღამეული ციაგი ფლასით. ექო დგებოდა კლდედქცეული და იღვიძებდა" (გვ. 243) „ნარცისის ლანდზე ავაზებიც იწყებენ ტირილს" . . . „მიდის ნარცისი, ნადირობით თვრება, ისვენებს, ღრეობს ყოველი, შიშნეული ეფემერიდით და სიკვდილი რთავს: ბროლ-ალმასით, ნარცის-ბივრიტით" (გვ. 244) „გამოქცევიან ვარსკვლავები ქაოსის საშოს" (გვ. 245) „ტყის დაფიქრებას, ექოს იმედს, ზღვის დუმილ-სევდას, ეფერებოდა აფროდიტე, ქაფს აფარებდა" (გვ. 245-246) „წყურვილმა შესძრა, შეერია ნარცისიც ფერხულს, როკავს ნარცისი, აღსდგა ცეცხლად და ალად" (გვ. 246) „და ცოცხლდებოდა ექო კვლავ სატანჯველად, უმღერე, მუზავ! მიჯნურობას და სიკვდილს, უმღერე, მუზავ! ზღვა რომ ბიბინებს ბნელად" (გვ. 246) „გადადნობია მზე აფროდიტეს ბაგეს... გაუალია ამ ორგიების შამბი. როცა ეროსი ამოაფრენდა ისრებს..." (გვ. 247) „დავიწყებიდან შემობრუნებულს ისევ, მოეფერება ექო ცრემლების თრთვილით" (გვ. 247) „ტიტანებისგან დაფლეთილი აღსდგა ძაგრევსი, ის დიონისე, მისტერია ბრწყინავს ზეობით, მისტერია ხელახლა შობის" (გვ. 247) „შეაწუხებდი იმ ტიტანების შიმშილს?" (გვ. 247) „გადაფარავდე კვლავ ნარცისებით ყამირს ააბარბაცებს ღვინო გალეშილ სილენს" (გვ. 248) „ექო ტიროდა თავის უმწეო ხელებს. მისდევს ნარცისი უღრანებისკენ ნადირს, ქვეშ ტიტანებით ბნელი ტარტარი ყანთრავს, გალობდა: შაშვი, ჩიტი, ბულბული, ვარდი, დოლ-დაფდაფებზე სძინავთ ბაკხანტებთ დამთვრალთ" (გვ. 249) „და ელის ექო ნარცისს, „და სატირები მოჯარულან ცხოველურ ვნებით" „ექო გაურბის..." „დამჯდარა ექო..." „და სატირები თვალს ანათებენ ბნელად" (გვ. 249) „და ეფარება ნარცისი ქარის მითებს" (გვ. 250) „შემოადნებათ ღამე ბაკხანტთა დასებს" „დაღამებია ნარცისს კულულნი თავზე" „გამოეჩრება ბნელში სატირის ტორი" „ექოს დაეძებს, სტანჯავს ყოველი ჩქამი... „დაეჟანგება ფრთები ეროსის ისრებს" (გვ. 251) „შეერთ-შეერწყო ნარცისის სახე სათებს..." (გვ. 251) „და მენადები გაიგიჟებენ თვალებს," . . . „არყოფილებით მიდის ჰადესის ღამე და მიირწევა წყნარად ქარონის ნავი" . . . „რადღა აჟღერებს ეროსი ლირას, რა ჰქნას ექომ იმ ყრმის სიბრალულ დაგვით?..." . . . „იყავი, ნარცის, სისხლის და ხორცის ზიარ, შენ უძახოდი, შენ აღვიძებდი ქარონს სად ქაოსების დაბნელებული მზეა" (გვ. 252) „მუზა გიმღერებს, მუზა ყვავილებს გაშლის სხივით ციმციმებს ელეგიების ბნელეთს" . . . „ის მიაცილებს ჰადესს მიჯნურებთ მკვნესართ" . . . „ცა ჰკარგავდა შორით ნარცისის ბინულს" . . . „იდგა ნარცისი, სახეს რომ სისხლით ბანდა" (გვ. 235) „მთვრალი სატირი ისევე სთელავს ფეხით" . . . „ჰადესის ჭიშკარს გალაქტიკები ლამბავს" . . . „მიცვლილი სახე ექოს აგიჟებს, ფლეთავს, იბადებიან მზეები ქაოსს გარნა?" ისევ კლდედ იქცა ექო" (გვ. 254) „იმალებოდა აფროდიტე ქაფში მწუხარე" . . . „ნარცისის წყარო, უფსკრულისკენ რომ ილალების" . . . „კეტავ-აღებენ ჟამთა ჭიშკრებს ჩუმად ჰორები" (გვ. 255) „შემოხვევიან ქარიტები მომაკვდავ ნარცისს" . . . „ქარიტები იწყებენ ურვას" „ოდესმე წნავდნენ ქარიტები ჭრელ-ჭრელ გვირგვინებს" . . . „სადაც ლანდებს უყეფს ცერბერი..." (გვ. 256) „სანამ ჰადესი მელოდება ზუჩ-მუზარადით“ . . . „სწვდებოდა მზერა აქერონის უნათლო ნაპირს“ . . . „როცა ქვესკნელით აღმოსკდება ტიტანის სევდა“ . . . „და აღარ ძალუძს ნარცისს აღსდგეს ...“ . . . „ყოველთა სწყურის მისი ხილვა, ნიმფებს, ქარიდებს, სატირთა, მხეცთა“ (გვ. 257) „გარნა ამიტომ გაფარებდა ჰადესი ქვესკნელს?“ . . . „როცა მწუხრდება გაზაფხული პანის სირინქსით“ . . . „მაშინ კივილით დააშრობდი ჰადესის ღამეს“ . . . „და ზურმუხტებით პერსეფონე ამოქუხდება“ . . . „და რომ მდგარიყო ის ნარცისი სიკვდილის პირას მღეროდე მუზავ!“ . . . „ულმობელია ტარტაროსი ყინვის ბორკილით“ (გვ. 258) „იქ რომ იმარხავს ტიტანებს დამშეულ კივილს. როცა კრონოსი სისხლს შეურევს ზღვა-ოკეანეს“ . . . „გლოვამ შესძრა ნიმფა-სატირნი“ . . . „დავიწყებიათ ცხოველობა ნიმფა-სატირებს“ . . . „სიკვდილად ექცა ახლა ნარცისს ის სარკე-წყალი“ . . . „ამოაჭენებს მალე მერნებს ჰადეს ნაპრალით“ . . . „აახმიანებს ბუკ-ნაღარა ახლა სატირთა რომ ნარცისი გამოაფხიზლონ“ . . . „ვერ დააბრუნებს მას სატირი“ (გვ. 259) „გამიხსნის ყანჩა ქაოსების თეთრ მწუხარებას“ . . . „გადივლის ხოლმე ძაღლთა ყეფით ველებს ჰეკატე“ . . . „დასცვივდებიან ნარცისები მზის ბორბალ-მანებს, ზეფირი ხრიდა, ათაყვანებს ლაჟვადებს, ყანებს, გადააცურებს მალე სავსე ხომალდს ქარონი“ . . . „სად თანატოსთან ფრთა გაშალა მაშინ ეროსმაც, ჰადესი ცხენებს მიაჭენებს“ (გვ. 260) „და ახლა ნარცისს ის სიკვდილი სულ არ ემალა“ . . . „ჰადესის ტახტთან შეირხევა კვერთხი მინოსის“ . . . „ამაო ტრფობით გაიპარა, გაქრა ნარცისი“ . . . „რა სიმშვიდეა! თანატოსი რომ დაჰფრენს, და ორფეოსი დგება ქნარების ჟღერით“ (გვ. 261) „მიჰყევით, ლანდნო, წყნარად ქარონის ხომალდს“ . . . „თოვლებში სძინავთ გრიფებს“ (გვ. 262) „დაჰბნელებია ნარცისს მდინარე-სარკე, ზეცაზე ჰკიდებს მახვილს სისხლიანს მარსი“ . . . „და ყვავილებით მთვარეს ჰეკატე გახსნის“ . . . „ვინღა გააღებს აწღა ჰადესის ჭიშკრებს?.. მგლოვიარდება ექო სამოსის ბრწყინვით“ . . . „როცა ჰეკატე ასე მსხვერპლებით ღელავს,“ . . . „ჩალუსკუმდება ქვევით ჰადესის ეტლი“ (გვ. 263) „აჰა, ნარცისი ქვე დაემხობა მდელოს ... სტკიოდი მიწას, სახეთა წამშლელ გეას, ცა-ურანოსი სისხლში ჩადის და ბნელობა ...“ . . . „იქ ნემეზიდა ხრიდა სასწორის პინას“ . . . „ექოს ქვითინში ლესავს სატირი ქარდებს“ (გვ. 264) „ირისდებოდა ფრთანი ჰერმესის მალი“ . . . „მთვრალი სატირი ბანჯგვლებში მალავს იმ რქებს“ . . . „გაქრა ნარცისი,“ . . . „ჩამავალი მზე ესისხლება მენადის თირსებს. ბნელი ჰხვევია აწყა ექოს მღვიმის დუმილში“ (გვ. 265) „მოსალტულია ის ჰადესი ცოფიან სტიქსით, გააგიჟებდა თავის ქოფაკთ ჰეკატე სისხლით“ . . . „ქრონოს ფარდას სწევს და ბნელეთში დაიმარხება“ . . . „ემიჯნურება ნარცის - ვარდებს ტიტების ტიტინს, სიკვდილი ნებავს ამოსული ქაოსის ბნელით, ზოდიაქონი, კენტავრები...“ (გვ. 266) „და დასავლეთით მგლოვიარეა ვერპერ შუბლს მიალურსმავს მენადა თვალებს შეშლილს ამოდის კრონოს თავის სისხლიან ფესვზე“ . . . „აშტერდებოდა ეროსი სარკით სახეს სარკეებიდან კრთის თანატოსის ველი“ . . . „ააქვითინე მუზავ ორფევსის ქნარით“ . . . „მიისწრაფოდი ჰადესს ლანდების პარვით“ . . . „ზეცის ციმციმით შენ აცოფებდე ცერბერს, (იგი ჰადესში თავის გველის კუდს ღრღნიდა). იმღერე მუზავ! დაებურუსე დღე-ბნელს და ფლეიტებით ნარცისს ვუძახოთ ციდან“ (გვ. 267) |
ტერმინი |
|

კომენტარი |
---|