ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1931-1997 |
თხზულება | ქრონოსი და იანუსი (გიორგი კორნაპელი, ფენიქსი, ლექსები და პოემები. გამომცემლობა „მოწამეთა“, ქუთაისი, 1995) |
სახეობა | |
ციტაცია | „ბინძური მტვერი შთაინთქავდა ელვის ირისებს“ (გვ. 268) „ო, იანვარი, იანუსი, ო, იანუსი...“ „(შემოდის ქრონოსი)“ „ქრონოს, შენ ხომ უჭვრეტ შენ ამ მატლებს ამაოების? რომ ჩახლართვიან ურთიერთებს საშინელ ომით, იცინე ქრონოს,“ (გვ. 270) „რადღა არ ხურავს იანუსი მომავლის კარებს?“ (გვ. 271) ჟამი დახავსდა იანუსის ორმხრივ მზერაში“ (გვ. 271) „გადაურბინეს ეთერების სიცარიელეს. სცენას აშიშვლებს, გადასწევდა ქრონოსი ფარდას“ (გვ. 272) „ამ უსაზღვრო ქაოსის მტვერში, ქრონოს იცინის და მივყვები მის ბორბლებს შეშლილს“ (გვ. 272) „(შემოდის ქრონოს თავის ცოლი – დროთა მეუფე ზოდიაქონით კაშკაშებდა მარადი სახე) ქრონოს, თვალები რომ გქონოდა რას ინატრებდი?“ (გვ. 273) „ჟამი-ჟამ კლიშეს დაბეჭდავენ მკაცრი ჰორები“ (გვ. 273) „ღამის ფოთლებზე ჩამოლექავს ღამეს სატურნი“ (გვ. 274) „და იანუსის ოთხი სახე აღრმავებს დუმილს“ (გვ. 274) „აჰა, ავყმუვლდი ჯურღმულების ლაბირინთებით“ (გვ. 274) „(შემოდის ქრონოსი) შემოდის ქრონოს“ (გვ. 274) „ვინ იყო, ქრონოს?“ (გვ. 275) „ქრონოს, რაიმე ვერ დაიჭერს ამდენ ყველაფერს!“ (გვ. 275) „ქრონოსი გაქრა, დრო სცვივა ნაცრად“ (გვ. 275) „მოდის იანუს ოთხივე სახით: წინა-უკანით მარჯვნივ და მარცხნით, მოდის იანუს, მზე კვდება ცარცის, ყველა დრო ჩემში მიდის და მოდის, ავკვნესებულვარ სიზიფის ლოდით“ (გვ. 276) „ვეღარ იტვირთავ, მიწაო, ლოდებს და ჩაეშვები უკუ ქაოსში“ (გვ. 276) „ხედავს, ხედავდა იანუს სცენას, ღამე მალავდა დრაკონის ენას“ (გვ. 277) „მიჯაჭვულ ხელებს სწუხს ანდრომედა, გარს პლანეტები იწყებენ ბნედას“ (გვ. 277) „ვერსად ნახავდი ასეთს, იანუს! რომ ყველა ქურდიც იყოს მართალი“ (გვ. 277) „იანუს! სდუმს იანუსი, იანუსი უყურებს სცენას, ოთხივე სახით სტირს იანუსი“ (გვ. 277) „მალე ჰორები ჭიშკრებს დახშავენ (გაწოლილიყო არყოფნის ღამე), აღებს იანუს ხსოვნის ლაბირინთს, ციალებს სხივნი ეთერულ მინის“ (გვ. 278) „და იანუსი სცვლის სცენას სცენით“ (გვ. 278) „ჟამთა კლიტენი დახსნეს ჰორებმა“ (გვ. 278) „აი, თავზარი დაეცა ნადიმს, იანუს გახსნა ღრუბელი ბამბის“ (გვ. 279) „ქრონოს ქირქილებს: ოჰ, დაიპყარით?“ (გვ. 280) „იანუსი კარებს კეტავს...“ (გვ. 280) „ქრონოსი სდგას, სდგას, არცა უსმენს და არც ესმის“ (გვ. 280) „ქრონოსი ბრძანებს: და იხსნება კლიშე მესამე...“ (გვ. 280) „მიყრდნობილიყო სფინქსის თავი მერკურს და პეგასს და მწუხარება უდაბნოთა მოჰქონდა ებანს... შემოდის ცეზარ, მოილტვიან ლეგიონები, ფარებ-მუზარად-დროშები ჩანან; ჰორუსის თვალნი ეფარება მკვდართა ქვეყანას“ (გვ. 281) „მიკვდომოდა ქურუმი არფას“ (გვ. 281) „ო, რაო, რაე! ოზირისი სასწორზე სწონის“ (გვ. 281) „გამოუჩრია სიბნელიდან სფინქსს ლომის თათი, საიქიოში იფარფატებს სული აზატი“ (გვ. 281) „ღამის ნავი მოაქვთ პლეადებს, ჰა, ჰორიზონტზე ორიონი ელავს ჩაფხუტით, და ძუძუებით დაგვმხობია იზიდა-ნუტი“ (გვ. 281) „(ქურუმი აგრძელებს წირვას) ოჰ, კეისარო, ო, სიცრუევ სახელდიდების, იცინის ქრონოს დაგმომდგარი პირამიდებით. (შემოდის კეისარი და მეომარნი)“ (გვ. 281) „აიაგუნდებს ეთერები პერსევსის მახვილს“ (გვ. 282) „ნეტავი მკვდარნი თუ იხილვენ ჰორუსის ციმციმს“ (გვ. 282) „გადმოუშლია ოქროს თმები სივრცეზე ურანს“ (გვ. 282) „დღეის დღეთა მფლობელო ცეზარ, თავსა ბრძნად ნუ იქმ“ (გვ. 283) „გელოდება ქურუმი-ბავშვი იქ კლეოპატრა“ (გვ. 283) „დადუმდა ცეზარ, მერე ისევ ამოიგმინა:“ (გვ. 283) „ო, ქრონოს, ქრონოს სირიუსი რძით ავსებს ნილოსს“ (გვ. 283) „არ ძალმიძს, ქრონოს, პასუხ გიგო... გრანიტს კენკავენ: ფასკუნჯები, ყანჩა, იბისი“ (გვ. 283) „ჰატორის რქებზე, ლაჟვარდებმა უმატეს ხასხასს“ (გვ. 284) „ამაოებას შენ უცქერდი ქრონოსის კვერცხით“ (გვ. 284) „(კლეოპატრა ქურუმი ქალებით) ჰა, ქურუმები ჰატორისა, კლეოპატრა მოუძღვის მხევალთ...“ (გვ. 284) „როკვენ ქურუმნი ჰატორისა, კვამლით ბურვილნი,“ (გვ. 285) „სწირავდეთ ჰატორს, დაგვიწყნეთ თავნი“ (გვ. 285) „ო, კლეოპატრა, დღეს ხელთა გყავს შენ კეისარი“ (გვ. 285) „გამოიღვიძებს კეისარი დიდებით მთვრალი“ (გვ. 285) „(კლეოპატრა მიმართავს ჰატორს)“ (გვ. 285) „იგინივე და მაინც სხვები, ეგ ჰკითხე ჰორებს“ (გვ. 286) „შენ გელოდება კლეოპატრა - ქურუმი - ბავშვი, აი, ტაძრები ოქროვდება ჰორუსის რაშით. ელვა-ფეთებამ სფინქსის სახეს გადაუარა“ (გვ. 286) „იუპიტერო! იანუს! ქრონოს! რა შემიმუსრავს?“ (გვ. 287) „ამაოდ ჰკივი წამებულო გნეუსის სახევ“ (გვ. 287) „გადამილახავს რუბიკონი, ვიქმებ მძლეველი“ (გვ. 288) „(მედუზის თავზე გადაჭენდა პეგასის რაში). სად არის შენი ტრიუმფები, ეტლები, გნეუს?“ (გვ. 288) „მომენტო მორი!“ (გვ. 288) „და შენი ფერფლი გასუდრულა სფინქსების შორის“ (გვ. 288) „მომშტერებია სისხლიანი თავი გორგონის“ (გვ. 289) „ჰოი, იანუს, რა საზარელ დროებში მოველ?“ (გვ. 289) „სატურნის ყვითელ სახეებით რა გსურს მაუწყო?“ (გც. 289) „ერთია შვება: მოგივლინეს პეგასის რაში, გაგამათხოვრეს სამშობლოში“ (გვ. 289) „სანამ ფენიქსებრ წამოდგები ჭვარტლით და მურით“ (გვ. 289) „ო, კლეოპატრა, არყოფილი ღამის ზმანებავ, როკავ ისე, ვით ურეული მსხვერპლს ეპარება, დათვრა ცეზარი“ (გვ. 290) „დააგვიანებ მარად რომში ო, კეისარო, ჩაგძინებია ღამის ორგიით...“ (გვ. 290) „დასძრა პეგასი და შეარყიო ეს სიმყუდროვე სიკვდილის მსგავსი“ (გვ. 290) „ჰა, ღრინავს ლომი, ანდრომედა ურჩხულს მოელის“ (გვ. 290) „დამალული ქაოსის არსში (პალმის ფოთლები ავსილიყვნენ ძლიერი ტაშით). წადი, ეწვიე უგონო ნადიმს, კასიოპეა, მორიელი სიკვდილში ჩადის“ (გვ. 291) „ვერცხლით ეტბორა ნაპირებს ჰაპი, დადგა ჰეტორი“ (გვ. 291) „(დაივიწყებდა კეისარი, რაც რომ გარდახდა, ქრონოსმა ჩუმად იქირქილა მის ოქროს ტახტთან)“ (გვ. 291) „წა, კეისარო! გელოდება მარადი რომი“ (გვ. 291) „მარტის იდები, იხედებოდა ქრონოს წყნარად, პირამიდებით. გალილავდება კლეოპატრას მკერდი ნაკოცნი“ (გვ. 291) „ეთერებს ვაპყრობ, შიშისა და ცახცახის სახეს“ (გვ. 292) „ვითა სდუმს სფინქსი, (ისევ სცენა, კლეოპატრა მხევლებით)“ (გვ. 292) „(და კეისარი ტრფობამ დაფერფლა). ო, კლეოპატრა – დამმარცხებლის დამმარცხებელი“ (გვ. 293) „ფლეიტ-ქნარებით აქებდით ჰატორს, რომლის ძალითაც დაჰვიწყნია კეისარს რომი“ (გვ. 293) „ნიღაბებში სთვლემს კეისარი, უმღერდნენ სიმნი დავიწყებას (აროდეს ყოფილს), შემოჰკივლებდა ანუბისი სფინქსების პროფილს“ (გვ. 293) „ო, კლეოპატრა, შენ მაფრქვევდი არყოფნის ღიმილს, სამუმებივით მახრჩობელა შენი მკლავები... აი, სფინქსებზე დაფენილა ცა ვარსკვლავებით“ (გვ. 293) „წავედი, მსხვერპლი რომ შევწირო იუპიტერს, ოი, იანუს, ნუთუ ვერავის დაუპყრია ქვეყანა პტასი!“ (გვ. 294) „წა, კეისარო! გელოდება მარადი რომი“ (გვ. 294) „და აშენებდა ამ სასტიკ ჰადესს“ (გვ. 296) „(ფარდებს უშვებდა იანუსი, ფარდებს უშვებდა, სტანჯავს კეისარს მეფობის სევდა“ (გვ. 296) „ჰორები სცენას აბრუნებენ წამ-ჟამიერად, ობელისკებზე კვლავ ჰორუსის თვალმა იელვა“ (გვ. 298) „მიგვერეკება, აჰ, ქრონოსი შეუწყალებლად“ (გვ. 298) „რუბიკონთან დავცალე თასი, ვის შეუცვნია საიდუმლო არყოფილების? (ოი, სიკვდილად მოგონება კლეოპატრასი). ო, კლეოპატრა“ (გვ. 298) „შროშან-ლოტოსებს დაეფრქვია ჰორის ლალები“ (გვ. 299) „წა, გაემართე, კეისარო, ხომალდნი დასძარ“ (გვ. 299) „და იღიმება კლეოპატრა ქურუმი-ბავშვი“ (გვ. 299) „ეციმციმება სატურნუსი სისხლიან ტოგას“ (გვ. 299) „(ამოიმართა მარსი, მარსი, სისხლებით მნათი), მაგრამ უელავს საიმედო მახვილი პერსევსს“ (გვ. 300) „შენ უწყი, ქრონოს დუმილი სფინქსის“ (გვ. 300) „მედუზის თავი მოგორავს და სისხლით რწყავს სცენას“ (გვ. 300) „უსაშველობა არის ახლა მისი პარნასი“ (გვ. 301) „ცად ჰერკულესმა, ორიონმა მახვილი ლესეს. ცისარტყელებში მხოლოდ მისთვის აროკდა მუზა, ჰა, მარად რომში კეისარი ჩაუშვებს ღუზას“ (გვ. 302) „გადაეხსნება მარადი რომი...“ (გვ. 303) „(კლეოპატრამ ქურუმ-მხევლებით ნახა და ნახა, ნახეს სამსხვერპლოს კვამლში მკვლელობა კეისრისა)“ (გვ. 303) „ცისკრის თავთავზე პლეადები გადმოიხარნენ“ (გვ. 303) „ზე დასდგომია პომპეუსი ცივი ბიუსტით“ (გვ. 304) „ქვე-ქვე უშვებენ ფარდებს ჰორები, და იფარება საიდუმლო განმეორების“ (გვ. 304) |
ტერმინი |
|

კომენტარი | ლირიკული პოემა-პიესა, სადაც კეისრისა და კლეოპატრას თავგადასავლის თხრობას ენაცვლება პოეტის პირადი განწყობილებების გადმოცემა თანამედროვე საქართველოს პანორამით. |
---|