ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1895-1937 წწ. |
თხზულება | რიონი – პორტი (ტიციან ტაბიძე, ლექსები, პოემები, პროზა, წერილები, თბილისი, 1985) |
სახეობა | |
ციტაცია |
ასე სწერდა ამ ქვეყანაზე (სჯობდა, რომ სულაც არ დაეწერა): – „ქვეყანა, რომელსაც ჩაუდის ფაზის მდინარე, არის ჭაობიანი, ცხელი და ნოტიო, შემოსილია გარშემო ტყით, ყოველდღე მოდის დიდი წვიმები. ამ ჭაობში მცხოვრები ხალხი წყალში აშენებს წნელისგან ფაცხებს. გარეთ გამოდის მხოლოდ მაშინ, თუ ბაზარში მოუხდა წასვლა. ხმარობენ ხისგან გაკეთებულ ნავს და ამ ნავებით ირგვლივ უვლიან წყალში ჩაყურულ თავიანთ მამულს. სვამენ წვიმის წყალს, თბილსა და მდორეს და სიცხისაგან სულ აყროლებულს. აქ არ მწიფდება არასდროს ხილი, წყალს ზევით ადის რაღაცა ნისლი, ჰაერს რომ ალპობს და მუდამ სწამლავს. ხალხია ტანით თუმცა მაღალი, მაგრამ იმდენად არის მსუქანი, რომ აღარ უჩანთ ძარღვის სახსარი. ყვითელი, მწვანე გადაჰკრავს ფერი თითქოს სიყვითლით არისო ავად“. (გვ. 253)
„დღეს სხვა გემების გამოჩნდა აფრა ახალ ეპოქის უდიდეს ეპოსს აღარ სჭირდება უკვე მედეა, ...დღეს სხვა აზრი აქვს საგნებს და ნივთებს და ზღაპრად იქცა ოქროს ტრირემმა. სად იყო წინათ ის ოქროს სილა, ანდა სად ება ის ოქროს ვერძი?“ (გვ. 256) |
ტერმინი |
|

კომენტარი |
---|