ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1891-1959 |
თხზულება | ბედისწერა (გალაკტიონ ტაბიძე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I, ლექსები, თბილისი, 1966-1973) |
სახეობა | |
ციტაცია | „ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში ისმის მარტო ზღვის სიმღერა და ტალღების ტაში, უდაბნოში არ იზრდება მიმოზები წყნარი, სიცხე დგას და ცხელ ქვიშაში ღმუის მძაფრი ქარი, სადაც სუფევს დემონების ძალა ერთადერთი, იცოდე, რომ აქ არასდროს არ არსებობს ღმერთი. ზღვას, უდაბნოს და დემონებს ჩემი ბედისწერა შეჩვევია და სიმღერა მხოლოდ მათთან მჯერა“. (გვ. 260) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | გალაკტიონ ტაბიძის ლექსებში ხშირად გვხვდება ტერმინი „დემონი“, რომელსაც შესაძლებელია სხვადასხვა მნიშვნელობა მიენიჭოს. ამ ლექსში „დემონების ძალაში“ ძველი საბერძნეთის დემონების („დაიმონ“ – ღვთაება) სახეთა პოეტისმიერი გააზრება შეინიშნება. |
---|