ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1891-1959 |
თხზულება | მარმარილო (გალაკტიონ ტაბიძე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I, ლექსები, თბილისი, 1966-1973) |
სახეობა | |
ციტაცია | „აჰყვე კიბეებს, სადაც სფინქსი ქვებს ეფერება და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, – ოჰ, რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი! სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი, და ვან დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე! აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე, რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე; გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება: ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება; ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე! აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს, სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, ცა სიყვარულის და სიცოცხლით ძვირფასი თასი და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი, რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი... ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!“ (გვ. 276-277) |
ტერმინი |
|

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი |
---|