ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1891-1959 |
თხზულება | როცა აქტეონი, ძეჲ არისტეას (გალაკტიონ ტაბიძე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I, ლექსები, თბილისი, 1966-1973) |
სახეობა | |
ციტაცია |
ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ, უცებ დაინახა თეთრი არტემიდა, თავის ნიმფათ შორის იგი ბანაობდა ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში. შედგა აქტეონი, თვალნი დაებინდნენ იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით, მაგრამ ის დასაჯა იმავე ღვთაებამ: იქცა აქტეონი ირმად მშვენიერად, ძაღლებს აქტეონი მსხვერპლად შეეწირა, იგი დაეფლითათ – ძაღლებს იმისსავეს. ვიცან გალაკტიონ შენი აქტეონი – შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული. შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად ისევ შენთვისავე – ავი ძაღლებია“. (გვ. 329) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი |
---|