ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1891-1959 |
თხზულება | საუბარი ლირიკის შესახებ (გალაკტიონ ტაბიძე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი IX, პოემები, თბილისი, 1966-1973) |
სახეობა | |
ციტაცია | „ვიგონებ ყრმობას; შორს, ძლიერ შორს, ჭალების გაღმა კავკასიონის კლდოვანი მთის მოჩანდა ფერდი. საღამოობით – ვით ხომალდი ასწიოს ნაღმმა – მზით ენთებოდა და ქრებოდა ტიტანის მკერდი“. (გვ. 132)
„ზეშთაგონება ასულდგმულებს და აძლევს იმედს თანაბრად – როგორც რუსთაველსა, ისე არქიმედს“. (გვ. 139)
„მრავალნაირი მოძრაობით შექმნილი ძეგლი მრავალფერობა ხმათა, როგორც ამბობს ჰეგელი, ისე შექსპირი და ვირგილი ისე ვილფგანგი – და უფრო გზნებით – რუსთაველის უკვდავი ჩანგი“. (გვ. 142)
„რევოლუციის ფაზისები და წინმსვლელობა“. (გვ. 146)
„ორთეოსს ხალხი მიაწერდა მაგიურ ძალას, ის სიმღერებით სძრავდა კლდეებს, ტყესა და ჭალას, აჯადოებდა თვით უგულოთ, ღმერთებს ძლიერებას, ლირიკა მისი მხეცებსაც კი ათვინიერებს“. (გვ. 150)
„იყო არხილოს, მისი ფუძე, მისი ჯავარი, მას იამბებით ემხრობოდა ჩანგის აწყობა, ვერ აიტანა რა ღირსების შეურაცხყოფა...“ (გვ. 150)
„მცირერიცხოვანს, უმწეობად მყოფ სპარტანელებს მრავალრიცხოვან მესსინელთა მოერტყა ალყა. სპარტანელებმა მაინც სძლიეს მძვინვარე ტალღა“. (გვ. 151)
„ტირტეს მგზნებარე სიმღერების სძლიეს წყალობით, პოეტი ჰკრებდა თავის ჩანგის დაუმცხრალობით ხალხის საომარ ენერგიას და ნებისყოფას, გამამხნევებლად უმღეროდა მეომართ წყობას!“ (გვ. 151)
„მეგერიანთა მიერ ბრძოლის დროს წართმეული, არათანასწორ ომის შემდეგ ცეცხლში ხვეული, ათინელებმა დაიბრუნეს კვლავ სალამინი ოდეს სოლონის სიმღერების გაისმა ჟინი. მისმა სამხედრო სიმღერებმა დაიგუგუნა, და მსწრაფლ ათინამ სალამინი კვლავ დაიბრუნა“. (გვ. 152)
„...ელეგიებმა, რომელშიაც სოლონი ხვევდა ფილოსოფიურ, სოციალურ შეხედვით სევდას. თავის კანონებს, ძეგლისდებას, წერილს, ბრძანებას – ლექსს უკავშირებს პოეზიის ახმოვანებას“. (გვ. 152-153)
„სამშობლოსადმი სიყვარულსა და მის დიდებას მღეროდა მძაფრი პოეზია და მერე როგორ! მიუწვდომლად ნათელ-მკაფიოს, მის მიერ შექმნილს, მრავალთ-მრავალ ეპიტაფიას“. (გვ. 153)
„უკვდავმყოფელი სჩანს წარწერა გრძნობის თბილისა, იმ ადგილს, სადაც ხეობაა „ლაკედემონელთ ამცნე მგზავრო, და გადაეცით: ყველა ერთგულნი სამშობლოს ჩვენ აქ დავეცით“. რაოდენ ბრწყინვით მიდიოდა ძველი ელადა, ლირიკა მისი ეროვნული იყო და სადა“. (გვ. 154)
„...რა საოცარი ხმით მღეროდა მაშინ პინდარი. ბრწყინვალესი და მშვენიერის მქონე იერის მღეროდა ელადის სიდიადეს და სიძლიერეს. მისი ოდები და ჰიმნები რა აღტაცებით შეჯიბრებებზე გამარჯვებულთ პატივსაცემად ხატავდა სახეს, იმ ხალხის რწმენას, იმ სიმაღლეს და სიამაყეს. გენიის კართან, მოწოდების მგრგვინავ ზარებთან პოეტის ჩანგი არასოდეს არ მდუმარებდა; სტროფიკა უხვი და სახეთა სიმშვენიერე მსახველი ძალა, მჭევრმეტყველი და მოსიმღერე, უპირველესი პირველთ შორის არის პინდარი – ელინურ ჩანგის სიმახვილე და საწინდარი!“ (გვ. 155-156)
„მინდა მახვილი მოვრთო ტვიით მათ მსგავსად, ოდეს არისტოგიტონ გამბედავი და მხნე ჰარმოდეს მიერ ტირანის მოკვლით ხალხის მონობა კვდება, კვლავ დაუბრუნეთ ათინელებს თავისუფლება. არა, ჰარმოდი შენ არა ხარ არასდროს მკვდარი, იმ უნეტარეს კუნძულებზე გიპოვისთ ქნარი, სად უსწრაფესი აქილესი და დიომედი, ძე ტიდეასი რომ ცხოვრობენ, გიპოვისთ ბედი. მახვილი ჩემი მსურს ვატარო ტვიით და ხავსით არისტოგიტონ და ჰარმოდის დღეების მსგავსად, ოდეს თქვენ მიერ – პალლადის დღეს – მოკლული იქნა იპარხი, მხეცი და ტირანი. მხარე გარდიქმნა, სახელი თქვენი საუკუნეთ ხსოვნისთვის ზიდონ, ძვირფასო წყვილო, ჰარმოდი და მისთვის – ტირანის მოკვლის შემდეგ ათინა სდგება, ისევ შეჰქმენით ათინისთვის თავისუფლება“. (გვ. 156-158)
„უძველეს ხნიდან პოეზია სევდა ზეპირი ...მძლავრი – ვით ქარი, ნაზი – როგორც მთების ზეფირი“. (გვ. 158-159)
„...რაკი მოითხოვს იყოს მძლავრი, ტიტანიური...“ (გვ. 176)
„რა მოხდა შემდგომ? ან რომელი პარნასის მადლით მიმართეს ეფეკტს, უცნობლობას, უვალობის ხევს, –“ (გვ. 179)
„...მოვშორდი სწრაფად აკადემიას, ლუვრის დარბაზს, კარიატიდებს“. (გვ. 187) |
ტერმინი |
|

კომენტარი | პოემის მონაკვეთი ჰარმოდიოსისა და არისტოდიტონის შესახებ ეძღვნება ძველი საბერძნეთის ისტორიაში ტირანიის წინააღმდეგ მოწყობილ ცნობილ შეთქმულებას, რომელსაც მეთაურობდნენ ათენელთა სახელოვანი მოდგმის წარმომადგენლები ჰარმოდიოსი და არისტოგიტონი. ძვ.წ. 514 წელს ისინი დაუპირისპირდნენ პისისტრატოსის ჩამომავლებს – ჰიპარქოსსა და ჰიპიასს. პანათენური დღესასწაულის ჟამს მათ შეძლეს ჰიპარქოსის მოკვლა, ჰიპიასმა კი შეძლო გაქცევა. ჰარმოდიოსი ტირანის მცველებმა ადგილზევე მოკლეს, არისტოგიტონი გაიქცა, მაგრამ მალევე დაიჭირეს, აწამეს და დასაჯეს სიკვდილით. ძვ.წ. V საუკუნიდან ისინი „ტირანთა მკვლელებად“ შერაცხეს, დიდი პატივით მოიხსენიებდნენ და თავისუფლებისათვის მებრძოლებს უწოდებდნენ. ასევე დიდი პატივით სარგებლობდნენ მათი შთამომავლები. ჩვენამდე შემორჩა ასლი ცნობილი მოქანდაკეების – კრიტიასისა და ნესიოტესის მიერ შესრულებული ძეგლისა სახელწოდებით „ტირანთა მკვლელები“. როდესაც საუბარი ლირიკაზეა, ტირანთა მკვლელებისადმი აღვლენილი ეს ჰიმნი აღიქმება, როგორც გალაკტიონის თავისუფლებისადმი სწრაფვის სადიდებელი. |
---|