ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს. |
თხზულება | „თამარიანი“ (ქება მეფისა თამარისი) (ძველი ქართული პოეზია, V-XII სს. შემდგ. ს. ცაიშვილი, ტ. I, თბილისი, 1979) |
სახეობა | |
ციტაცია | „იტყვიან მნახნი, ხმა-მაღლად მზახნი: „ილვისო ველსა ჰგავს ნაჯუფთევად““ (VII, 50, 49) |
ტერმინი |
|

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | ივანე ლოლაშვილი: „სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ილვისიოსი, რომელ არს ოლვისიოსი, გინა აპოლვიოსი, ესრეთ გამოითარგმნების ვითარმედ: განსასუენებელი უჯაჭო, ესე იგი არს ჴსნილი, თავისუფალი ტანჯვისგან“ (ნახეთ ილვისიოსი). ამ „უჯაჭო განსასვენებელს“, სადაც ადამიანის სული თითქოს თავისუფალია ყოველნაირი ტანჯვისგან, ქრისტიანული რელიგიით სამოთხე ეწოდება, ბერძნული წარმართული მითოლოგიით კი - ელისეის მინდორი, ანუ ილვისიოსის (ილვისოს) ველი (ელიზიუმი). მართლაც, იოანე პეტრიწთან ილჳსიოს ველი სამოთხეს ნიშნავს... მაშასადამე, ილვისოს ველი იგივე სამოთხეა, რომელიც ბერძენთა მითოლოგიამ შექმნა წარმართ გმირთა განსასვენებლად“ (ძველი ქართველი მეხოტბენი, ტ. I, თბილისი, 1957, გვ. 112-113). |
---|