ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს. |
თხზულება | „აბდულმესიანი“ (აბდულმესიანი, ივ. ლოლაშვილის რედაქციით, თბილისი, 1964; ძველი ქართული პოეზია, V-XII სს. შემდგ. ს. ცაიშვილი, თბილისი, 1979) |
სახეობა | |
ციტაცია | „ატიკულისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთ-სიხშოსა. უთქვამთ ებელთა მაძიებელთა შენთვის პროკლეს და [იამვლი]ხოსა: არვეთა ვსებით არ ვეთავსებით სიბრძნისა ზღვასა თამარ-პირმშოსა!“ ზინონ, ზენანი, მოგვთა ზენანი მეუფედ გხმობენ პერიპატოსა“ (VII, 53, 1-4) |
ტერმინი |
|

კომენტარი | ივანე ლოლაშვილის განმარტებით, „ატიკული = ატიკური. ატიკა კუნძულია საბერძნეთში. აქ იხმარება ზოგადი მნიშვნელობით: ძველ-ბერძნული, ელინურ-წარმართული; ატიკული ხედვა ანუ ძველ-ბერძნული ფილოსოფიური მოძღვრება“ (ძველი ქართველი მეხოტბენი, ტ. II, თბილისი, 1964, გვ. 267). ივანე ლოლაშვილის განმარტებით, „თამარი გაიგივებულია არისტოტელესთან. თუ ანტიკურ ხანაში არისტოტელე იყო პერიპატოული სკოლის ფუძემდებელი და მეუფე, ახლა, შავთელის თქმით, ფილოსოფოსნი თამარს სთვაზობენ ამ საპატიო თანამდებობას“ (ძველი ქართველი მეხოტბენი, ტ. II, თბილისი, 1964, გვ. 66). |
---|