ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს. |
თხზულება | „აბდულმესიანი“ (აბდულმესიანი, ივ. ლოლაშვილის რედაქციით, თბილისი, 1964; ძველი ქართული პოეზია, V-XII სს. შემდგ. ს. ცაიშვილი, თბილისი, 1979) |
სახეობა | |
ციტაცია | „ნესტორად მძლეობ, არათუ ლეობ დიმიტრის მიერ ძალ-შეზღუდულად“ (XII, 98, 3) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | პ. ინგოროყვას აზრით, აქ მოხსენიებული „ნესტორი“ ჰომეროსის „ილიადას“ სახელგანთქმული გმირი - ნესტორ პილოსელია (პ. ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, რუსთაველის კრებული, თბილისი, 1938, გვ. 52). კ. კეკელიძის აზრით, „აბდულმესიანში“ მოხსენებული ნესტორი არის არა ნესტორ პილოსელი, არამედ სხვა ნესტორი, გმირი ჰაგიოგრაფიული ხასიათის თხზულებისა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „წამება დიმიტრი სოლუნელისა, ან თესალონიკელისა“ (კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბილისი, 1957, გვ. 65-66). |
---|