ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს. |
თხზულება | „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“ (ძველი ქართული პოეზია, V-XII სს. შემდგ. ს. ცაიშვილი, თბილისი, 1979) |
სახეობა | |
ციტაცია | „ულუმპიანი მძლეობაჲ მოგუენიჭა, ლახუარი მჴდომთაჲ და ფარები შეფქვა, ირემთა სრბითა განმტკიცნეს ტყეთა ფერჴნი, ეტინეველთა ალი აღედვა ურჩთა, რისხვით დაემხუნეს საყდართაჲთ ურწმუნონი!“ (გვ. 199-200) |
ტერმინი |

კომენტარი | ნესტან სულავა: „ულუმპიანი მძლეობაჲ მოგუენიჭა“ - სიმბოლურად ქართველთა გამარჯვებას მიანიშნებს, რასაც მომდევნო ტაეპებიც ადასტურებენ; აქ ნათქვამია, რომ მტრის ლახვარი და ფარები დაიმტვრა, ირმებმა ტყეებში სირბილით ფეხები განიმტკიცეს, გაიმაგრეს, ურჩ ეტინეველთ ალი აღეგზნოთ, საყდართა რისხვით დაემხნენ ურწმუნონი, მტერი დამარცხდა, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის წყალობითა და ოხით. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ ეპოქის საისტორიო მწერლობის მონაცემები, კერძოდ, იოანე შავთელის თანამედროვე „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი „ულუმპიანობას“ მეფეთა თვისებად მიიჩნევს. გიორგი მესამისა და თამარ მეფის სახეებს „ულუმპიანობით“ ამკობს, რაც უზესთაესის, აღმატებულის, ოლიმპიური დიდების გამოვლინებადაა აღქმული. „ულუმპიანობა“ ძლევამოსილების აღმნიშვნელია და საკმაოდ გავრცელებული ჩანს ქრისტიანულ ლიტერატურაში“ (ნესტან სულავა, XII-XIII საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფია, თბილისი, 2003, გვ. 145). |
---|