ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1842-1900 |
თხზულება | „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“ (ქართული პროზა, წიგნი X, შემდგ.: გ. გვერდწითელი, რ. თვარაძე, თბილისი, 1985) |
სახეობა | |
ციტაცია | „– დიტო, შენ კიდევ არ გითქვამს ჩემთვის, რათი გაათავა ჰანიბალმა თავისი სიცოცხლე? ძმისწულს ჰანიბალის ხსენებაზე თითქოს ჟრუანტელმა დაუარა ტანში, უცბად წამოჯდა ზეზე, სახე გაუცოცხლდა და მოყვა. – ძალიან სამწუხაროდ! მე კიდეც მეძნელება იმისი თქმა. წარმოიდგინეთ, ისეთი მხნე, შორსგამჭვრეტი და ჭკუის კაცი, დიდი მოხერხებული!.. აბა, იფიქრეთ, ნახევარი წლის განმავლობაში მთელი ისპანია დაიპყრო, გადმოვიდა პირინეის მთაზე, რომელიც ბევრად უფრო მაღალია სურამის ქედზე, გადმოიარა მთელი სამხრეთის ჰალია, ახლანდელი საფრანგეთი, გადმოვიდა ალპის მთაზე, იცით ალპები რანაირი მთებია? თუ გინახავთ იალბუზის მთა? წარმოიდგინეთ, რომ კაცმა იალბუზის სიმაღლე ქედზე გადაიყვანოს მთელი თავისი ჯარი!.. ჰა, როგორ მოგწონთ?.. – ჰანიბალმა მთელი ჯარი, ორმოცდაათი ათასი კაცი, გადაიყვანა ამისთანა სიმაღლეზე, მერე თითქმის მთელი რომაელი ჯარი გასწყვიტა და შვიდს ვერსზე იდგა რომის ქალაქიდან. ერთი სიტყვით, რომაელების თვითარსებობა ძაფზე იყო დაკიდებული. – მერე, არ შევიდა ქალაქში? – არა! კიდევ ეგ არის, რა შევიდა, და!.. რაცღასი შეეშინდა იმ სულელს. ასე ეგონა, რომ აუღებელი რამ ქალაქი უნდა იყოსო. აღების მაგიერად დაბრუნდა უკან... ის იყო და ის! [...] – მაგრამ ახლა რომის ხალხის სიმტკიცე და გულადობაც უნდა წარმოვიდგინოთ; როდესაც ყოველივე ღონისაგან დაიცალნენ, უკანასნელად გამოაწყვეს ვისაც კი შვილდ-ისრის აღება შეეძლო. ესენი იყვნენ იმათი უკანასკნელი იმედი. წარმოიდგინეთ - ჰანიბალმა მთელი ეს ჯარიც გასწყვიტა, მხედართმთავრი, ემილიოს პავლე მოჰკლა; ვინც კი გადაურჩა, ძუნძულით შემოვარდენ ქალაქში და შიშის ზარი დასცეს ყველას: ჰანიბალი უკან მოგვდევსო. რომ იცოდეთ, რა საოცარი საქმე ჰქმნა ამ ღონემილეულმა და იმედმიხდილმა ხალხმა უკანასკნელ გაჭირვების დროს. წამოდგა სენატი, ქალაქის მოთავე გამგეობა, და ბრძანება გასცა: ჩაკეტეთ ალაყაფის კარები, არავინ გაბედოს ბრძოლის ველზე დახოცილებისთვის ტირილიო, გამოქცეულს მხედართმთავარს, ვარონს, სენატმა სამშობლოს მაგიერად მადლობა უთხრა, რომ მხნედ ებრძოლე სამშობლოს მტერსო [...] – აი, კაცები მაშ ისინი ყოფილან! [...] ჭკვიანად მოქცეულა ჰანიბალი, რომ არ მისულა ქალაქის ასაღებად... – კიდეც იმიტომ გადიდებულან ძველი რომაელები, რომ მაგისთანა მამაცნი და თავგანწირულები ყოფილან მტერთან ბრძოლაში [...] აი, თუნდ ეგ რომაელები ავიღოთ: შენის აზრით, მაგ ხალხს ძველ დროში ვერავინ გასძლებია, მთელი ქვეყანა ხელში ჩაუგდია მახვილის შემწეობითა; მაგრამ, აბა ნახე, სად არიან ახლა ისინი, ახლა იმათი სახსენებელიც აღარ არის ქვეყნიერებაზე“ (გვ. 155-157) |
ტერმინი |

კომენტარი |
---|